logo_geo
„საბჭოთა კავშირის“ აღდგენის დრო უკვე დასახელდა- ნახეთ რას წერენ ინტერნეტში
- +

6 მაისი. 2020. 19:48

 

 

მულტიპლიკაციური ფილმის, სიმპსონების წინასწამეტყველებებზე ბოლო დროს საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს. ინტერნეტში აქტიური განხილვის თემად სიმპსონებში ნაწინასწარმეტყველევი „საბჭოთა კავშირის“ აღდგენა იქცა.

 

 

მულტფილმში რეალობასთან და ისტორიასთან უამრავი დამთხვევა აღმოჩნდა, მაგალითად ერთ-ერთია აიფონი და ავტომატური შესწორება – 1994 წელს მეექვსე სეზონის მერვე ეპიზოდში ჩნდება ტელეფონი, სახელწოდებით apple newton PDA, რომლის ლოგოც ჰგავს apple -ის მიერ წარმოებულ აიფონს, რომელიც პირველად ამ ეპიზოდის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ ჩაეშვა გაყიდვაში.

 

 

 

 ჭკვიანი საათი – 1995 წელს სიმპსონებში გამოჩნდა ტელეფონისა და საათის ჰიბრიდი. 20 წლის შემდეგ რეალურ ცხოვრებაშიც გამოჩნდა.

 

 

 

ელექტრონული ხმის მიცემა – 2008 წელს გამოსულ მეოცე სეზონის მეოთხე ეპიზოდში ჩანს მოწყობილობა, რომლითაც პერსონაჟი არჩევნებში ხმას ონლაინ აძლევს. 4 წლის შემდეგ, 2012 წელს მსგავსი პრაქტიკა მართლაც დაინერგა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

 

 

დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა – სიმპსონების მეთერთმეტე სეზონის მე-17 ეპიზოდში, რომელიც 2000 წელს გამოვიდა ეკრანებზე, 16 წლით ადრე ივარაუდეს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა.

 

 

 

და ბოლოს... ყველაზე საინტერესო ეპიზოდი არის „საბჭოთა კავშირის“ აღდგენა, რომელიც რა თქმა უნდა რეალობაში არ განხორციელებულა, მაგრამ ინტერნეტში უკვე მსჯელობენ თარიღზე, თუ როდის შეიძლება აღდგენს საბჭოთა კავშირი სიმპსონების მიხედვით.

საზოგადოების თქმით, ეს 2024 წელს მოხდება და საბჭოთა კავშირს რამდენიმე ახალი სახელმწიფო  დაემატება.

 

დეტალური განხილვის ამსახველი ვიდეოები ინტერნეტში უხვად მოიპოვება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი