logo_geo
ყოფილი მილიონერის ისტორია, რომელიც 30 წელია უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობს
- +

7 მაისი. 2020. 13:43

 

 

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში წარმატების უმაღლეს ნიშნულს მიაღწიეს და ეზიარნენ  ცივილიზაციის  ყველა სიკეთეს,  ხშირად რადიკალური ცვლილებებისკენ ისწრაფვიან. ვინაიდან მათთვის  მატერიალური კეთილდღეობა  ბედნიერების განმსაზღვრელი აღარ არის, შესაძლოა ცხოვრების გაგრძელება ყველასგან შორს, უკაცრიელ კუნძულზეც კი ისურვონ. სწორედ ამგვარად წარმართა საკუთარი ცხოვრება ავსტრალიელმა მილიონერმა,  დევიდ გლესინმა.

 

 

კმაყოფილია თუ არა დღეს დევიდი, ან რამ უბიძგა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ?

 

 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ყოფილმა მილიონერმა საკუთარი კომპანიის ფინანსური რესურსი ერთ დიდ საქმეში სრულად ჩადო, თუმცა ამ გეგმამ სრული ფიასკო განიცადა. პროექტის ჩავარდნამ, დევიდი დეპრესიულ აშლილობამდე მიიყვანა.

 

 

1987 წელს, დანაზოგით უკაცრიელი კუნძული იქირავა, სადაც ხანგრძლივი დროით გადავიდა საცხოვრებლად .

 

 

თავდაპირველად დევიდის ახლობლებს არ სჯეროდათ, რომ მან ეს გადაწყვეტილება სრული სერიოზულობით მიიღო; ფიქრობდნენ, რომ დაბრუნდებოდა და კომპანიას ფეხზე დააყენებდა, თუმცა დევიდი 30 წელზე მეტია კუნძულზე ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ძალიან ბედნიერია. მამაკაცს თან ჰყავს ერთგული "თანამგზავრი" , ძაღლი სახელად „კვაზი“, რომელიც რობინზონ კრუზოს თუთიყუშის მსგავსად, მარტოობის განცდის საშუალებას არ აძლევს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად  დევიდი კუნძულზე მარტო არ ცხოვრობდა. პირველ წლებში მასთან ერთად, აფრო-ამერიკელი ქალიც იყო და როგორც დევიდი იხსენებს, სწორედ მისი  წყალობით მოახერხა "მარტოობის ბარიერის" გადალახვა. რამდენიმე წელიწადში ქალი ცივილიზაციას დაუბრუნდა, თუმცა დევიდის თქმით, მისი მადლიერი მუდამ იქნება, რადგან სწორედ მან შეაცვლევინა ცხოვრებაზე წარმოდგენა.

 

 

 

რა აღმოაჩინა დევიდმა ამ პერიოდში?

 

 

ყოფილი მილიონერი დღეს, მზის ამოსვლის სანახაობით ტკბება და ბევრს სეირნობს ძაღლთან ერთად. მან ისწავლა, როგორ გადარჩეს ველურ ბუნებაში - შეუძლია თევზის დაჭერა და ზოგჯერ ნადირობასაც არ თაკილობს. ხანდახან  დევიდთან ტურისტები მიდიან და  ისიც სიხარულით მასპინძლობს, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა კვლავაც  სიამოვნებს. ჩვენ განდეგილს  მზის პანელებიც აქვს  და გამომუშავებული  ენერგიის მეშვეობით, გარე სამყაროსთან კავშირს არ წყვეტს. (დავიდი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს და აღნიშნავს, რომ ინტერნეტი ცოდნაა)

 

 

როგორც ყოფილი მილიონერი ამბობს, ის დიდძალი თანხა, რასაც წარსულში ფლობდა მხოლოდ ქაღალდის ნაჭრებია, და კუნძულზე სრულიად უვარგისიც კია. მისივე თქმით, თვითგადარჩენის პირობებთან ადაპტირების უნარი, ადამიანისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იარაღია. იგი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მითუმეტეს კი იმ ფონზე, როდესაც კუნძულზე უკვე 30 წელი გაატარა.

 

 

როგორ შეეგუვნენ ახლობლები დევიდის გადაწყვეტილებას?

 

 

როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ყოფილმა მილიონერმა  საყვარელი ადამიანები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. ახლობლები ჯერ კიდევ ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ დევიდი სახლში დაბრუნებას და საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს. ბუნებრივია, რომ მათ კვლავაც სურთ ძველებურად, უზრუნველად და ფუფუნებაში იცხოვრონ, ამიტომ ასკეტს უკაცრიელ კუნძულზე გადახვეწას ვერ პატიოებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი