logo_geo
ბერიამ, კრემლში გადაბარგებამდე, საქართველოში ბევრი რამ საათის მექანიზმივით ააწყო
- +

9 მაისი. 2020. 17:07

 

 

ბერიამ, კრემლში გადაბარგებამდე, საქართველოში ბევრი რამ, საათის მექანიზმივით ააწყო, და რაც მთავარია, ქვეყანა ისე გააძლიერა სამხედრო კუთხით, რომ ამიერკავკასიაში მოწინავედ რესპუბლიკად აქცია. მან 30-იან წლებში საქართველო ძლიერად შეიარღებულ რესპუბლიკად გადააქცია. თავი მოუყარა იმ პერიოდისთვის საუკეთესო შეიარაღებას, თანაც - ძალიან დიდი რაოდენობით. ამასთან, ქართველი სამხედრო და სხვა ძალოვნები, სანიმუშოდ იყვნენ მომზადებული. ბერიას მიერ, ყველაფერი ისე იყო აწყობილ-დალაგებული, რომ დავუშვათ და ომი დაწყებულიყო, და თუნდაც თურქული არმია - ოღონდ სხვისი დახმარების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ წამოსულიყო, ქართული არმია, საკუთარი ძალებით, ტოლს არ დაუდებდა, და შემოსულ მტერს ყოველგვარ გამარჯვების იმედს გაუქრებოდა.

 

ჯერ კიდევ 1932-1937 წლებში, იყო რა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი, ანუ - ამიერკავკასიის კომუნისტების ლიდერი, მან სერგო გოგლიძესა და სხვა ერთგულ ქართველ სამხედრო-პარტიულ პირებთან ერთად, შეიმუშავა საქართველოს მილიტარიზაციისა და დაცვა-შეტევის სამხედრო-სტრატეგიული გეგმა. ბერიამ შექმნა ისეთი ეკონომიკურ-ენერგეტიკული სისტემა, რომ ბაქოში მოპოვებული ნავთობი, ფაქტობრივად, ერთი ერთზე იცვლებოდა სასმელ წყალზე და ნავთობი, სპეციალურ რეზერვუარებში, დიდი რაოდენობით ინახებოდა, რომლებიც ასევე ბერიას მითითებით აიგო. მას, რა თქმა უნდა, შეეძლო აზერბაიჯანისთვის წყალსადენი აეშენებინა, და იქ წყლის დეფიციტი აღარ იქნებოდა, მაგრამ ამას ის შეგნებულად არ აკეთებდა, რადგან სურდა, რომ აზერბაიჯანი საქართველოზე ყოფილიყო დამოკიდებული. სომხეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან სომხეთი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, თითქმის, სრულიად საქართველოზე იყო დამოკიდებული, და საკმარისი იყო, რაიმე მიზეზით, მაგალითად, ეპიდემიის გამო, სომხეთ-საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტილიყო, რომ სომხეთში, სულ 5  დღეში, შიმშილი და ენერგეტიკული კრიზისი დაიწყებოდა.

 

ბერიას მუშტში ჰყავდა მოქცეული ამიერკავკასიელი მეზობლები, და მათი კეთილდღეობა მის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ყველაფერთან ერთად, მას, ისეთი უსაფრთხოების სისტემა ჰქონდა, და ამიერკავკასიაში ისეთი ჯაშუშური ქსელი ჩამოაყალიბა, რომ მოსკოვში საჩივლელად ვერავინ წავიდოდა. სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი პირები კი, ბერიას მოადგილეები იყვნენ. ბერიას გარეშე, ისინი მოსკოვს ვერ დაეკონტაქტებოდნენ. მოგვიანებით კიდევ, მან, ამიერკავკასიის ჯარების შტაბი თბილისში გააკეთებინა, და ამით კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს სამხედრო ძლიერება. მას კარგად ჰქონდა გააზრებული საქართველოს მწარე ისტორიული გამოცდილება, და იცოდა, რომ მის სამშობლოზე წარსულში უამრავ დამპყრობელს ჰქონდა დადგმული თვალი და მას დაცვა სჭირდებოდა.

 

 

big_banner
არქივი