logo_geo
10 შეცდომა, რომლებმაც ისტორია შეცვალა
- +

9 მაისი. 2020. 18:19

 

 

 

მათ შორის არის ჰიტლერის საუკეთესო გენერლის შეცდომა- რომ არა ის, შესაძლია მეორე მსოფლიო ომს სხვა ფინალი ჰქონოდა.

 

 

  1. რომელის მეუღლის დაბადების დღემ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობა შეცვალა

 

 

ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა მეორე მსოფლიო ომი, რომ არა ეს მოვლენა. საუბარია 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეების შესვლაზე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ადოლფ ჰიტლერმა თავის ერთ-ერთ საუკეთესო გენერალს ერვინ რომელს საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროს დაცვა უბრძანა.

 

 

რომელი დარწმუნებული იყო, რომ ცუდი ამინდების გამო მოკავშირეები გადაიფიქრებდნენ ან, სულ მცირე, გადადებდნენ მაინც თავიანთი ძალების ნორმანდიაში გადასხმას. ამიტომაც მან ძალიან მშვიდად აღნიშნა თავისი ცოლის დაბადების დღე. ეს კი იყო დიდი შეცდომა იყო.

 

 

სწორედ რომელის ცოლის დაბადების დღეს - 6 ივნისს მოკავშირეების სამხედრო ძალები ნაცისტებს მოულოდნელად დაესხნენ თავს და ნორმანდიის მთელი სანაპირო ზოლი დაიკავეს. ისტორიკოსების შეფასებით, ამ დღეს თითქმის 9000 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა, გადარჩენილები კი თავიანთ დამარცხებაში რომელს ადანაშაულებდნენ.

 

 

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ რომელი ბოლოს მაინც გამოცხადდა ბრძოლის ველზე, მაგრამ სატანკო დახმარება მოითხოვა, რასაც უშუალოდ ჰიტლერის ნებართვა სჭირდებოდა. ფიურერს კი ამ დროს ეძინა და ვერავინ გაბედა მისი გაღვიძება.

 

 

  1. თარჯიმნის შეცდომამ ჰიროსიმას დაბომბვა განაპირობა

 

 

 

მეორე მსოფლიო ომის თემას თუ გავაგრძელებთ, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი მოვლენაც უნდა გავიხსენოთ - ჰიროსიმას ატომური დაბომბვა. წარმოიდგინეთ, რომ შეიძლებოდა ეს ტრაგედია აგვეცილებინა, მოკავშირეებს თარჯიმანში რომ გამართლებოდათ!

 

 

მაშ ასე: პოტსდამის დეკლარაციით, მოკავშირეებმა იაპონიისგან უსიტყვო კაპიტულაცია მოითხოვეს. პასუხად იაპონიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კანტარო სიძუკიმ დაწერა წერილი, რომელშიც გამოყენებული იყო სიტყვა „მოკუსაცუ“ და რომლის გაგებაც სხვადასხვანაირად შეიძლებოდა. სიძუკის უნდოდა ეთქვა, რომ იფიქრებდა მოკავშირეების მოთხოვნაზე, მაგრამ თარგმანით გამოვიდა, რომ პრემიერმა მათი მოთხოვნები უარყო.

 

 

შედეგი ყველასთვის ცნობილია: 10 დღის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმაში პირველი ატომური ბომბი ჩააგდო.

 

 

  1. „ტიტანიკის“ დაღუპვა და დაკარგული გასაღები

 

 

 

„ტიტანიკის“ დაღუპვა, უდავოდ, ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფაა კაცობრიობის ისტორიაში. და მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ერთი უმნიშვნელო წვრილმანი.

 

 

საქმე ისაა, რომ კომპანიის მმართველმა ხომალდზე ერთ-ერთი ოფიცერი შეცვალა. თითქოს არაფერი, მაგრამ მას ჯიბეში დარჩა გასაღები, რომელიც შემცვლელისთვის აუცილებლად უნდა გადაეცა.

 

 

ეს იყო იმ საწყობის გასაღები, სადაც ბინოკლები ინახებოდა. შედეგად უბინოკლოდ დარჩა ფრედ ფლიტი, რომელიც გზის მეთვალყურე გახლდათ. ამიტომაც მოხდა, რომ მან დროულად ვერ შენიშნა აისბერგი. ვინ იცი, ფრედ ფლიტს ტომ აისბერგი დროულად დაენახა, იქნებ ეს ტრაგედიაც არ მომხდარიყო.

 

 

  1. პირველი მსოფლიო ომის მიზეზი გზიდან გადახვევა გახდა

 

 

მართალია, იმ პერიოდში მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები ისედაც კონფლიქტში იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ სწორედ ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა გახდა მიზეზი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა. და ეს შეიძლება არც მომხდარიყო, მძღოლს რომ... ახლავე აგიხსნით!

 

 

ფრანც ფერდინანდი პირველ თავდასხმას სწორედ მძღოლის წყალობით გადაურჩა - მა შეძლო და ერცჰერცოგი ბომბის აფეთქების ადგილიდან დროულად გაიყვანა, მაგრამ დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი. ერცჰერცოგმა დაჭრილების საავადმყოფოში მონახულება მოინდომა, მძღოლმა კი სულ სხვა მხარეს გადაუხვია და შემთხვევით იმ კაფეს ჩაუარა, სადაც გავრილო პრინციპი იჯდა, თავისი შანსის მოლოდინში...

 

 

პრინციპმა ორჯერ გაისროლა და ფერფინანდიც მოკლა და მისი მეუღლეც. ამის შემდეგ პირველი მსოფლიო ომი უკვე გარდაუვალი იყო.

 

 

  1. რუსეთმა ალასკა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა

 

 

 

„უსარგებლო ტუნდრა“: ასე ეძახდნენ რუსები ალასკას და სიამოვნებით მიჰყიდეს აშშ-ს 1867 წელს, სულ რაღაც, $7.2 მილიონად. მაგრამ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ალასკაზე ოქროს მოპოვება დაიწყეს. მალე ალასკამ, ნევადის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა ოქროს მოპოვების მხრივ.

 

 

ალბათ, რუსები დღემდე იდაყვებს იჭამენ. ალასკაზე ხომ დღემდე გრძელდება ოქროს მოპოვება, რომ აღარაფერი ვთქვათ ნავთობზე.

 

 

  1. პენიცილინის აღმოჩენა

 

 

ეს ერთადერთი შეცდომაა ამ ჩამონათვალში, რომელმაც ისტორია უკეთესობისკენ შეცვალა. ალექსანდრ ფლემინგის მიერ პენიცილინის აღმოჩენა სადღეისოდ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა კაცობრიობის ისტორიაში.

 

 

მაგრამ ის თუ იცით, რომ ეს ანტიბაქტერიული საშუალება ფლემინგმა იმის წყალობით აღმოაჩინა, რომ ჭუჭყიან ლაბორატორიაში მუშაობდა? დიახ, სწორედ ანტისანიტარიულმა პირობებმა აღმოაჩენინა ფლემინგს მსოფლიოში პირველი ანტიბიოტიკი!

 

 

  1. გზააბნეულმა მონადირემ კალიფორნიის ტყეში ხანძარი გააჩინა

 

 

კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხანძარი მონადირემ გააჩაღა. სან-დიეგოს მახლობლად ტყეში დაკარგულმა მონადირემ გადაწყვიტა, სასიგნალო კოცონი დაენთო.

 

 

ამ გადაწყვეტილებამ კი ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია: დამანგრეველმა ცეცხლის სტიქიამ ტყის 1200 კვ.მ და 2322 სახლი გაანადგურა და 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

  1. ლონდონის უდიდესი ხანძრის შემოქმედი უბრალო მცხობელი იყო

 

 

ამ ხანძარმა ფერფლად აქცია იმ ეპოქის უდიდესი ქალაქი. ხანძარი ლონდონის ერთ-ერთ საცხობში დაიწყო, რისი მიზეზიც მცხობელის უყურადღებობა იყო. შედეგად კი დაიწვა საცხობიც და კიდევ 13000 სახლი!

 

 

  1. ბიუროკრატის შეცდომამ ბერლინის კედელი დაანგრია

 

 

ეს სახალისო შეცდომა აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თავის გამოსვლაში დაუშვა. მას უნდოდა რეპორტიორებისთვის ეცნობებინა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის მიმოსვლის პროცედურების შემსუბუქების თაობაზე, მაგრამ შეცდომით გამოაცხადა, რომ კონტროლი საერთოდ უქმდებოდა და მიმოსვლა თავისუფალი იქნებოდა. მალე მასამ საერთოდაც აიღო ბერლინის კედელი.

 

 

  1. კატების დახოცვამ ლონდონში შავი ჭირის უდიდესი ეპიდემია გამოიწვია

 

 

შავი ჭირის ეპიდემია ლონდონმა უდიდეს ხანძრამდე ერთი წლით ადრე გადაიტანა.ინგლისელების ღრმა რწმენით, ეს ავადმყოფობა კატებს გადაჰქონდათ. შედეგად, ლონდონელებმა სრულიად გაჟუჟეს მთელი საკატეთი, ამან კი საწინააღმდეგო შედეგი მოიტანა: კატები ხომ მუსრს ავლებენ ვირთხებისა და თაგვების მოდგმას. და სწორედ ვირთხები იყვნენ ძირითადი დამნაშავეები იმ უდიდესი ეპიდემიისა, რომელმაც 18 თვის განმავლობაში 100 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი