logo_geo
ტაილანდში პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი სპილოები ველურ ბუნებაში დააბრუნეს
- +

10 მაისი. 2020. 01:18

 

 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მილიონობით ადამიანთან ერთად ტაილანდში სამსახურის გარეშე ტურისტულ სფეროში დასაქმებული 100-ზე მეტი სპილო დარჩა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ტურისტული სფეროს გაჩერების გამო კერძო კომპანიებს და ნაკრძალებს ცხოველების გამოკვება უჭირთ. დღეში თითო სპილო 300 კილოგრამამდე ბოსტნეულსა და ბალახს ჭამს. ამიტომ ჩინგმაის პროვინციაში სპილოების ველურ ბუნებაში დაბრუნება გადაწყვიტეს.

 

სპილოების მანქანებით გადაყვანა ძვირი დაჯდებოდა, ამიტომ მფლობელებმა ცხოველებს 150-კილომეტრის გავლა ფეხით მოუწიათ. ცხოველთა ადგილობრივ ფონდში ფიქრობენ, რომ ცხოველებისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია, რადგან ბუნებაში თავისუფლად შეძლებენ ცხოვრებას.

 

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შიმშილისგან სიკვდილი მსოფლიოში 2 ათასამდე სპილოს ემუქრება, რადგან პანდემიის ფონზე მფლობელები მათ კვებაზე ვეღარ ზრუნავენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი