logo_geo
ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც პუტინთან იცეკვა, „რაშა თუდეიზე“ დასაქმდა
- +

10 მაისი. 2020. 02:34

 

 

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც საკუთარ ქორწილში ვლადიმერ პუტინთან იცეკვა, „რაშა თუდეიზე“ დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა.

 

მისი თქმით, ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარინ კნაისილი „რაშა თუდეისთვის“ საავტორო პუბლიკაციებს დაწერს.

 

კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის დეკემბრიდან იკავებდა. ის ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიის წევრია. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ავსტრიის კანცლერის მთავრობა, „თავისუფლების პარტიის“ წევრის მოსყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი