logo_geo
საოცარი ადგილი საქართველოში - გოგირდის აბანო ვანში
- +

11 მაისი. 2020. 00:01

 

 

ქალაქი ვანი, რომელიც მდებარეობს იმერეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არის ანტიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ძეგლი, გარდა ამისა მისი ტერიტორია ხასიათდება უხვი გოგირდის წყლებით.

 

 

მაგალითად, სოფელ ბზვანში, ვანიდან 10 კილომეტრის დაშორებით, მდინარე რიონთან ახლოს, მიწიდან ამოედინება 41 გრადუსი ტემპერატურის გოგირდის წყალი, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს.

 

 

აქ აბაზანების მისაღებად სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიან ადამიანები, ყველა სეზონზე.

 

 

თორნიკე ტაკიძე თბილისიდან ჩამოვიდა. მან თქვა რომ გოგირდის აბანოს შესახებ ფეისბუქიდან გაიგო.

 

 

„ვიყავი თბილისში სამსახურში, ავიღე შვებულება და წამოვედი რომ გამეტარებინა აქ, ორი დღე, ამ ულამაზეს ადგილას. სასარგებლოა სახსრებისთვის და ჯანმრთელობისთვისაც კაია“.

 

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იორამ თარხან-მოურავი ამბობს, რომ გოგირდის აბაზანების მიღება სასარგებლოა სხვადასხვა დაავადებისთვის.

 

 

„გოგირდოვანი წყალი მსოფლიოში ფართოდ იყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ძირითადად ეს დაავადებებია საყრდენ-სამოძრაო აპარატის ანთებითი დაავადებები, საშარდე-სქესობრივი ორგანოების დაავადებები, პერიფერიულ-ნერვიულ სისტემის დაავადებები და ჰიპერსტენური ნევროზები. ამავე დროს არის მონაცემები, რომ აბაზანები ამ წყლიდან აქვეითებენ არტერიულ წნევას, ამიტომ ხმარობენ ჰიპერტონიის დროს და გულის იშემიურ დაავადების დროს. ჩვენი მონაცემებით ამ წყლის დალევა, პატარა დოზებში, დღეში ნახევარ ლიტრა, თუ ცოტაა იქ გოგირდი, კარგია, იმიტომ რომ გოგირდი არის მიკროელემენტი, რომელიც ორგანიზმს ყოველთვის სჭირდება, მაგრამ დიდი რაოდენობა მავნეა“ - განმარტავს ის.

 

 

გეოლოგი ნოდარ ცერცვაძე 70 წელია საქართველოს მინერალურ წყლებს სწავლობს. ის ამბობს, რომ რაც უფრო ღრმადაა წყალი, მით მეტია ტემპერატურა და საშუალოდ, ყოველ 30 მეტრ სიღრმეზე ტემპერატურა 1 გრადუსით მატულობს.

 

 

„მიწისქვეშა წყლები, ქანებთან ურთიერთობის დროს მდიდრდება გოგირდწყალბადით, ქლორით, სულფატებით, კიდროკარბონატით, კარბონატით, თუ კირქვებშია უფრო კარბონატული წყლებია, თუ თიხებშია უფრო არის გოგირდწყალბადიანი, მარილიანი. ეს არის ვულკანური პროცესების შემდგომი პროცესი“.

 

 

გოგირდის აბანო, რომელზეც გესაუბრებით, სოფლებ ბზვანსა და სოფელ ამაღლებას შორის მდებარეობს, ცენტრალური გზიდან 1 კილომეტრის დაშორებით. გარდა ამ აუზიანი აბანოსი, ცენტრალური გზის პირას კიდევ მდებარეობს ორი აბანო. კომუნისტების პერიოდში აქ კურორტი იყო მოწყობილი და ბევრი ტურისტი ჩადიოდა. ამჟამად, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, თუმცა მდინარე რიონთან მყოფი გოგირდის აუზში, ღია ცის ქვეშ აბაზანის მიღება ყოველთვისაა შესაძლებლი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი