logo_geo
NETFLIX-ი ჯეფრი ეფშტეინის შესახებ სერიალს გამოუშვებს
- +

15 მაისი. 2020. 01:19

 

 

NETFLIX-მა უკვე დააანონსა, რომ  აშშ-ის ისტორიაში პედოფილიის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე დოკუმენტურ სერიალებს გამოუშვებს.

 

დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფრი ეფშტეინი, რომელიც პირად კუნძულს ფლობდა, რამდენიმე წლის წინ პედოფილიაში ამხილეს. ეფშტეინი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პირებთან მეგობრობდა.

 

ეფშტეინს პედოფილიაში დასდეს ბრალი. როგორც ირკვევა იგი თავისი გავლენებით სარგებლობდა და არასრულწლოვანი გოგონები კუნძულზე პირადი თვითმფრინავით გადაჰყავდა, სადაც მსოფლიო ელიტა იკრიბებოდა.

 

მსხვერპლმა გოგონებმა ხმა წლების შემდეგ ამოიღეს. დღეს ისინი აცხადებენ, რომ მართალია, ეფშტეინი ცოცხალი არარ არის, მაგრამ მას უამრავი თანამოზარე ჰყავდა, რომლებიც საკუთარი ძალაუფებით სარგებლობენ და სასჯელს თავს არიდებენ.

 

ცნობისთვის, არც ჯეფრი ეფშტეინი დასჯილა. მეგობრებისა და მისი გავლენის წყალობით, მან სასჯელს თავი აარიდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი