logo_geo
ადამიანების ცხოვრება, რომლებიც წიგნებს კითხულობენ სულ სხვანაირად იცვლება
- +

15 მაისი. 2020. 23:54

 

 

წიგნის კითხვა ადამიანებს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ამბობენ რომ ეს პროცესი აზროვნებაში სტრესის დაძლევასა და კიდევ ბევრ რამეში გვეხმარება მაალითად:

 

 

 

  1. წიგნების კითხვა სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობას გვაძლევს - ის უცნობ და უჩვეულო ადგილებს მოგატარებთ, ადამიანების ტრადიციების, წეს-ჩვეულებების შესახებ მოგიყვებათ და ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახებთ.

 

  1. წიგნების კითხვა გიყალიბებთ აზროვნებას - როგორც უკვე ვთქვით, სამყაროს და ცხოვრებას განსხვავებული პერსპექტივით გიჩვენებთ.

 

  1. მას შეუძლია მძიმე რეალობიდან ყურადღება გადაგატანინოთ და დაგეხმაროთ სტრესის დაძლევაში.

 

  1. წიგნების კითხვა უფრო გონებაგახსნილს გხდით - ის ერთგვარად ასტიმულირებს ტვინს. წიგნების კითხვის მოყვარულ ადამიანს უფრო მარტივად შეუძლია პრობლემების გადაჭრა.

 

  1. წიგნების კითხვის მოყვარულ ადამიანებს უკეთესი წარმოსახვის უნარი აქვთ და ისინი უფრო შემოქმედებითები არიან.

 

  1. წიგნები კვებავენ თქვენს გონებას - დიახ, გონება განიცდის შიმშილს და მისი გამოკვების საუკეთესო გზა წიგნის წაკითხვაა.

 

  1. წიგნის კითხვა საუკეთესო რამაა, რაშიც შეგიძლიათ დრო დახარჯოთ.

 

  1. რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყებთ კითხვას, რაც უფრო პატარა შეიყვარებთ წიგნებს, მით უფრო ჭკვიანი, განათლებული, წარმატებული და გონებაგახსნილი იქნებით.

 

  1. წიგნის კითხვა გაძლევთ ძალას - გაფიქრებინებთ, რომ სამყარო თქვენს ხელისგულზეა, რომ ყველაფრის უნარი შეგწევთ.

 

  1. წიგნის კითხვა გაძლევთ ძალას, რომ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს - მიხვდეთ, რა გინდათ რეალურად ცხოვრებაში, რისი გაკეთება გსურთ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რა გაბედნიერებთ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი