ადამიანების ცხოვრება, რომლებიც წიგნებს კითხულობენ სულ სხვანაირად იცვლება
-
+
15 მაისი. 2020. 23:54
წიგნის კითხვა ადამიანებს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ამბობენ რომ ეს პროცესი აზროვნებაში სტრესის დაძლევასა და კიდევ ბევრ რამეში გვეხმარება მაალითად:
- წიგნების კითხვა სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობას გვაძლევს - ის უცნობ და უჩვეულო ადგილებს მოგატარებთ, ადამიანების ტრადიციების, წეს-ჩვეულებების შესახებ მოგიყვებათ და ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახებთ.
- წიგნების კითხვა გიყალიბებთ აზროვნებას - როგორც უკვე ვთქვით, სამყაროს და ცხოვრებას განსხვავებული პერსპექტივით გიჩვენებთ.
- მას შეუძლია მძიმე რეალობიდან ყურადღება გადაგატანინოთ და დაგეხმაროთ სტრესის დაძლევაში.
- წიგნების კითხვა უფრო გონებაგახსნილს გხდით - ის ერთგვარად ასტიმულირებს ტვინს. წიგნების კითხვის მოყვარულ ადამიანს უფრო მარტივად შეუძლია პრობლემების გადაჭრა.
- წიგნების კითხვის მოყვარულ ადამიანებს უკეთესი წარმოსახვის უნარი აქვთ და ისინი უფრო შემოქმედებითები არიან.
- წიგნები კვებავენ თქვენს გონებას - დიახ, გონება განიცდის შიმშილს და მისი გამოკვების საუკეთესო გზა წიგნის წაკითხვაა.
- წიგნის კითხვა საუკეთესო რამაა, რაშიც შეგიძლიათ დრო დახარჯოთ.
- რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყებთ კითხვას, რაც უფრო პატარა შეიყვარებთ წიგნებს, მით უფრო ჭკვიანი, განათლებული, წარმატებული და გონებაგახსნილი იქნებით.
- წიგნის კითხვა გაძლევთ ძალას - გაფიქრებინებთ, რომ სამყარო თქვენს ხელისგულზეა, რომ ყველაფრის უნარი შეგწევთ.
- წიგნის კითხვა გაძლევთ ძალას, რომ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს - მიხვდეთ, რა გინდათ რეალურად ცხოვრებაში, რისი გაკეთება გსურთ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რა გაბედნიერებთ.
წყარო :