logo_geo
ამბავი, რომელიც მუშთაიდში დაიწყო და ლუვრში დასრულდა
- +

17 მაისი. 2020. 16:37

 

 

 

1905 წელი, ტფილისი. „ყურადღება, სიახლე! თეატრი „ბელ ვიუ“. მარგარიტა დე სევრის მხოლოდ 7 გასტროლი თბილისში!“- იუწყებოდნენ იმდროინდელი აფიშები. როგორც ამბობენ, ნიკო ფიროსმანმა ანუ, უბრალოდ, ნიკალამ მარგარიტა მუშთაიდში მდებარე რესტორანში ნახა. ნახა  და თავდავიწყებით შეუყვარდა. მერე იყო ყვავილების ზღვა, რომელიც მარგარიტამ თავისი სასტუმროს ფანჯრიდან დაინახა.

 

ფიროსმანისა და მარგალიტას ურთიერთობაზე ტფილისში ბევრი ჭორი დადიოდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ფიროსმანს მარგარიტა არასდროს უნახავს და მისი სურათი აფიშიდან გადმოხატა. ამბობდნენ იმასაც, რომ ყვავილების ისტორია მოგონილია და მსგავსი არაფერი მომხდარა. სხვები პირიქით, ამტკიცებენ, რომ უამრავმა ყვავილმა მარგარიტაზე ძალიან იმოქმედა და შეყვარებულებმა ერთად ღამეც გაატარეს.  მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ფიროსმანის და მარგარიტას ურთიერთობას გაგრძელება არ ჰქონია. 7-დღიანი გასტროლები დასრულდა და მარგარიტა პარიზში გაემგზავრა.  ეს ისტორიაც, თითქოს, ამით დასრულდა, თუმცა არა…

 

 

1969 წელს ლუვრში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნახატთან „აქტრისა მარგარიტა“ მივიდა, 94 წლის ქალბატონი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის მარგარიტა იყო, რომელიც ფიროსმანმა 64 წლის წინ დახატა.

 

სად არის აქ სიმართლე, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ  ბედნიერი სიყვარული ფიროსმანს, რომელიც სრულ სიმარტოვეში გარდაიცვალა, არასდროს ღირსებია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი