logo_geo
ყველაზე ჭკვიანი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის ის?
- +

21 მაისი. 2020. 00:30

 

 

კაცებო, თუ გსურთ, გვერდით ჭკვიანი ქალი გყავდეთ, მისი პოვნა ყველაზე მარტივია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

 

 

მესამე ადგილი - თხის რქა

 

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ბავშვობიდან სერიოზულობით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და სიმშვიდით გამოირჩევიან. ქარაფშუტობა მათთვის არასდროს არ არის მისაღები. ემოციების გამოხატვასაც ყოველთვის ერიდებიან და ასევე, მუდმივად თავს არიდებენ კონფლიქტურ სიტუაციებს. თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ ჯიუტები არიან და ნებისმიერი მშვიდობისმოყვარე ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლიათ. ქალ თხის რქებს არ იზიდავთ ახალი ნაცნობობის წამოწყება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში საკმაოდ მარტივად და ვირტუოზულად ნახულობენ საერთო ენას კაცებთან. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აღწევენ ისინი პროფესიულ სფეროში წარმოუდგენელ წარმატებებს. მისი ახლო მეგობრების ვიწრო წრეში მოხვედრა არც ისე მარტივია, როგორც, შეიძლება, ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.

 

 

მეორე ადგილი - მორიელი

 

 

ის არ არის ლედი. ის არის ნამდვილი მამაკაცი კაბაში. საბავშვო ბაღიდანვე გოგო მორიელები დარწმუნებულები არიან, რომ თანატოლებისგან გამოირჩევიან. უფრო მოზრდილ ასაკში, საკუთარი წარმოუდგენელი ინტუიციის დამსახურებით, შეუძლიათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით „წაიკითხონ“. მათი მართვა საკმაოდ რთულია, რადგან თაღლით, მანიპულატორ და სხვა არაკეთილისმსურველს მორიელი მალევე გამოავლენს. ქალი მორიელების მდგომარეობიდან გამოყვანა არ ღირს, რადგან საკმაოდ შურისმაძიებლები არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უცქერენ და დარწმუნებულები არიან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სასიამოვნო წვრილმანებისგან შედგება.

 

 

პირველი ადგილი - ვერძი

 

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები პატარა ასაკიდანვე გონიერებით გამოირჩევიან. ქვიშაში თამაშის პერიოდიდან უკვე თანატოლები ვერძებს აღიარებენ და მის მიმართ კეთილგანწყობილები ხდებიან. მართვის სადავეების ხელში აღება მათ ყველაზე მეტად სიამოვნებთ. რა თქმა უნდა, ამით კაცის თავმოყვარეობას ეჭვქვეშ არ აყენებენ, თუმცა, ასე რომც იყოს, ეს მათ ვერ შეაჩერებთ. ქალი ვერძები მარტივად და წარმატებით უძღვებიან კაცურ საქმეებს და გამოირჩევიან გამძლეობით. თუმცა, ხშირად აგრესიულები არიან და მოულოდნელად შეუძლიათ, ერთ უბრალო სიტყვაზეც ასანთივით აენთონ. მაგრამ, საბედნიეროდ, ძალიან მალე მშვიდდებიან და წყენასაც მალევე ივიწყებენ. ცდილობენ, მოერიდონ გაუგებარ სიტუაციებს. წლების მატების მიუხედავად ბავშვურად გულუბრყვილოები რჩებიან, ხშირად უწევთ „ციდან მიწაზე დაშვება“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი