logo_geo
მექსიკაში მამონტების გიგანტური „სასაფლაო“ აღმოაჩინეს
- +

28 მაისი. 2020. 14:56

 

 

მექსიკაში, მეხიკოს სიახლოვეს, მამონტების გიგანტური „სასაფლაო“ აღმოაჩინეს. ცხოველები, შესაძლოა, ჭაობში ჩაეფლნენ და პირველყოფილი მონადირეების მსხვერპლნი გახდნენ. ინფორმაციას მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტი ავრცელებს.

 

დაახლოებით 60 მამონტის ნაშთები მეხიკოდან ჩრდილოეთით, 73 კილომეტრის დაშორებით, აეროპორტის მშენებლობისას აღმოაჩინეს. ასევე აღმოჩენილია 15 კოლუმბამდელი ადამიანის ნაშთები.

 

ორივე სამარხი სანტა-ლუსიას სამხედრო ბაზის ყოფილ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 2019 წლის ოქტომბერში აქ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო.

 

აღმოჩენილი ცხოველები მიეკუთვნებოდნენ კოლუმბიური მამონტების ოჯახს, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდნენ და 10 ათასი წლის წინ გადაშენდნენ. მამრის სიმაღლე 4 მეტრს აღწევდა, წონა კი 10 ტონას.

 

 

big_banner
არქივი