გამოცემა Daily Mail-მა ჯონ ლენონის დღემდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი მკვლელობის დღეს, 1980 წლის 8 დეკემბერს არის გადაღებული.
ერთ-ერთ ფოტოში ლეგენდარული მუსიკოსი ავტოგრაფს მარკ დევიდ ჩეპმენს აძლევს. 25 წლის ჩეპმენმა ჯონ ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს, სურათების გადაღებიდან რამდენიმე საათში მის სახლთან ესროლა.
ფოტოები ლენონის მეგობარმა, პოლ გორეშმა გადაიღო.