ჩინეთში ჰაინანის კუნძულზე იშვიათი სახეობის მაიმუნები, ე.წ. ჰაინანური გიბონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ორი მაიმუნი ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა ტყის სიახლოვეს ჯერ კიდევ შარშან შენიშნეს, რის შესახებაც ხელისუფლებას აცნობეს. რამდენიმე დღის წინ კი მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა.
ჰაინანური გიბონი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. გასული საუკუნის 50-იან წლებში მათი რიცხვი 2 000-ს აღწევდა, 70-იან წლებში კი 10-მდე შემცირდა. მათ გადასარჩენად უკვე 20 წელია, ორგანიზაცია Gibbon Conservation Project იბრძვის.