logo_geo
ცუკერბერგს ტრამპის გამო თანამშრომლები აუჯანყდნენ
- +

2 ივნისი. 2020. 02:49

 

 

 

Facebook-ის თანამშრომელთა ნაწილი ვირტუალური გაფიცვის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

 

მიზეზი კომპანიის დირექტორ მარკ ცუკერბერგთან უთანხმოება გახდა. ცუკერბერგი სოციალურ ქსელიდან დონალდ ტრამპის პოსტების წაშლას არ აპირებს, რაც Facebook-ის თანამშრომლების უკმაყოფილებას იწვევს.

 

თეთრი სახლის ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. საპროტესტო გამოსვლები მინეაპოლისში პოლიციის მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი