logo_geo
მამაკაცი სოციალურ ქსელში თინეიჯერებს ფულის სანაცვლოდ „კანონიერ ქურდად“ მონათვლას სთავაზობდა
- +

6 ივნისი. 2020. 20:36

 

 

 

 

სომეხმა მამაკაცი, რომელიც „ტელეგრამზე“ ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსით იყო დარეგისტრირებული, თაღლითი აღმოჩნდა.

 

 

გამოცემა Московский комсомолец წერს, რომ აღნიშნული პირი სოციალურ ქსეში თინეიჯერებს უკავშირდებოდა, რომელთაც შავი სამყაროს სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე აყვანის სანაცვლოდ ფულს სთხოვდა.

 

 

მაგალითად, ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსის გაცემაში 700 დოლარამდე თანხას იღებდა, „კანონიერ ქურდად“ „კურთხევაში“ კი 5000 დოლარს.

 

გამოცემის ცნობით, მან ამ გზით ორი „ნათლობა“ ჩაატარა. ახალგაზრდა მამაკაცებმა, რომლებმაც მას თანხა ვითომდა „ქურდულ საერთოში“ შეტანის მიზნით გადაუხადეს, სჯეროდათ, რომ ისინი მართლაც „კანონიერ ქურდებად“ აკურთხეს.

 

 

 

კურთხევის ცერემონიას მამაკაცი სინამდვილეში „სკაიპის“ მეშვეობით საკუთარი სარდაფიდან ახდენდა, რომელიც ციხის საკნის მსგავსად მოაწყო, ახლობლები კი ე.წ. თანასაკნელების როლს ასრულებდნენ.

 

 

 

Московский комсомолец-ის ცნობით თაღლითის მომსახურეობას რუსი თინეიჯერები იყენებდნენ, ძირითადად ჩრდილო კავკასიიდან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი