logo_geo
„თუ დილით მაღვიძარას თიშავთ და ძილს აგრძელებთ - თქვენ სხვებზე ჭკვიანი ხართ!“
- +

21 მარტი. 2017. 02:32



ადამიანები, რომლებსაც მაღვიძარა ეზიზღებათ და უჭირთ დილით ადრე ადგომა, ზარმაცებად მიიჩნევიან. ითვლება, რომ ისინი დისციპლინის მოყვარულნი არ არიან.


თუმცა, თუ თქვენ დილით ადგომა გიჭირთ, ნუ იდარდებთ. მეცნიერებს სასიამოვნო სიურპრიზი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ბევრად უფრო ჭკვიანი, კრეატიული და შეიძლება უფრო ბედნიერიც კი ხართ, მათთან შედარებით, ვინც მაღვიძარას პირველივე დარეკვაზე საწოლიდან „ხტება". სწორედ აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები.


მკვლევარები - სატოში კანაზავა და კაია პერინა ამბობენ, რომ თუ თქვენ დილით ადრე ადგომა გერთულებათ, მაღვიძარას თიშავთ და 10-15 წუთით ძილს იხანგრძლივებთ, ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი პერსონები ხართ.

 

კვლევის ავტორები გამოყოფენ ადამიანთა ორ კატეგორიას - პირველები წინაპრების მსგავსად ცხოვრობენ - იძინებენ ადრე და დილით ადრე იღვიძებენ. ხოლო მეორე კატეგორიის ადამიანები გვიან იძინებენ და სძინავთ, რამდენ ხანსაც მათი ორგანიზმი მოითხოვს. მათ შეიძლება ღამის ადამიანებიც ვუწოდოთ.


კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სამუშაოს დიდ ნაწილს ღამით ასრულებენ არიან უფრო შემოსავლიანები და მათი ცხოვრების სტილი უფრო კომფორტულია.


მკვლევარების თქმით, თუ ვისწავლით მოვუსმინოთ ჩვენი სხეულის საჭიროებებს უფრო კარგ განწყობაზე ვიქნებით და უფრო მარტივად გადავჭრით პრობლემებს. ეს გვაქცევს უფრო კრეატიულებად და დამოუკიდებლებად, ასევე ბედნიერებად.


რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ მთელი დრო საწოლში უნდა გავატაროთ. მიუხედავად იმისა, რომ „ღამის ადამიანები" ჭკვიანები და ბედნიერები არიან, საწოლში დიდხანს ნებივრობაც რისკებს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც 12 საათზე მეტხანს სძინავთ, უეცარი სიკვდილით კვდებიან.


ასე რომ...


დააჭირეთ თითი მაღვიძარას ღილაკს და არ იღელვოთ ამის გამო. შესასრულებელ სამუშაოს ღამის განმავლობაში შეასრულებთ. დაიძინებთ ჩვეულებრივზე უფრო გვიან - ამაში არაფერია ცუდი. მიჰყევით თქვენს ინსტინქტებს.


წყარო trend.ge    

 

 

 

 

big_banner
არქივი