logo_geo
ვინ არის ქალი, ვინც ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიგონა
- +

7 ივნისი. 2020. 22:57

 

 

პირველი ნამდვილი მექანიკური ჭურჭლის სარეცხი მანქანა 1886 წელს გამოიგონა ჟოზეფინ გარის კოჰრანმა (1839-1913) შელბივილში (ილინოისი). იგი ინჟინრის ქალიშვილი იყო, დედის მხრიდან კი, ჯონ „შეშლილი“ ფიტჩის შვილთაშვილი, რომელმაც ორთქლმავალი გემი გამოიგონა.

 

 

ამ მაღალი წრის ქალბატონის (რომელიც ვაჭარსა და პოლიტიკოსზე იყო გათხოვილი) ცხოვრების მთავარი პრობლემა მისი ძვირფასი ფაიფურის ჭურჭლის მსხვრევა იყო. ეს ჭურჭელი მის ოჯახში მე-17 საუკუნიდან ინახებოდა.

 

 

ამ ფაქტს მოთმინებიდან გამოჰყავდა და გადმოცემით, ერთ საღამოს მოსამსახურეები დაითხოვა, თვითონ გარეცხა თეფშები, ნახა რომ ძნელი სამუშაო იყო და დაიფიცა, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანას გამოიგონებდა, თუკი სხვა არ იზამდა ამას. როდესაც 1883 წელს მისი ქმარი უილიამი გარდაიცვალა და მეუღლე ვალებში ჩაფლული დატოვა, მან სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი.

 

 

ჟოზეფინმა ინჟინერი მეგობრის დახმარებით მანქანის კონსტრუქცია თავის შეშის ფარდულში ააგო. ის უხეში და მოუქნელი იყო, თუმცა ეფექტური. იყო ფეხის პედლით ასამუშავებელი მცირე ზომის ვარიანტი და მეორე, ორთქლზე მომუშავე. ეს უკანასკნელი, რომელსაც ორ წუთში 200 თეფშის გარეცხვა და გაშრობა შეეძლო, 1893 წელს ჩიკაგოს მსოფლიო ბაზრობის სენსაციად იქცა და პირველი პრიზი ერგო „საუკეთესო მექანიკური კონსტრუქციისთვის გამძლეობისა და თანმიმდევრული მუშაობის ადაპტირების თვალსაზრისით“. 250 აშშ დოლარად ღირებული მანქანები საკმაოდ ძვირი იყო საშინაო მოხმარებისთვის. თუმცა, ის საკმაო რაოდენობით შეისყიდეს სასტუმროებმა და რესტორნებმა, რის გამოც კოჰრანის სარეცხი მანქანების კომპანიამ იარსება მის  სიკვდილამდე - 1913 წლამდე.

 

 

აშშ-ში 1850-1865 წლებში შექმნეს (და დააპატენტეს) სხვა მექანიკური ჭურჭლის სარეცხი მანქანები (ყველა მათგანი ქალებმა შექმნეს), თუმცა რეალურად არც ერთი მათგანი არ მუშაობდა. ხელით მართვადი ხის მანქანა 1850 წელს გამოიგონა და დააპატენტა ჯოელ ჰატონმა. 1870 წელს მერი ჰობსონმაც მიიღო პატენტი ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის, თუმცა მაშინაც ის შეიცავდა სიტყვას „გასაუმჯობესებელია“. ჭურჭლის სარეცხი ელექტრო მანქანები პირველად 1912 წელს გამოჩნდა; სარეცხი მანქანის პირველი სპეციალიზებული დეტერგენტი „კალგონი“ – 1932 წელს, პირველი ავტომატური სარეცხი მანქანა 1940 წელს, თუმცა მას ევროპამდე 60-იან წლებამდე არ მიუღწევია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი