logo_geo
500 ლიმუზინი, 2 ოქროს ესკალატორი, 459 ტონა ბარგი - როგორ მოგზაურობს საუდის არაბეთის მეფე
- +

21 მარტი. 2017. 14:12



  

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი აზიაში მოგზაურობს და ჩინეთში საკუთარი თვითმფრინავითა და ოქროს ესკაატორით ჩაფრინდა. აღნიშნულის შესახებ Business insider წერს და შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.

 

იგი მარტო არ მოგზაურობს - როდესაც ინდონეზიაში ჩაფრინდა, 620-კაციანი მალა და 800-კაციანი დელეგაცია ახლდა თან.

 

მისი მოგზაურობა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩენილა, 2015 წელს, როდესაც იგი თავის ათასკაციან მალასთან ერთად საფრანგეთის რივიერაზე ჩავიდა, სანაპიროზე, ქვიშაში ლიფტი დაამონტაჟებინა.

 

 

500 ლიმუზინი, რომელიც მეფე სალმანს ინდონეზიაში მოგზაურობისას ელოდებოდა;




 


ტოკიოში ვიზიტისას კი მან ქალაქის საუკეთესო სასტუმროებში თავისთვის და თავისი მალისთვის 1 200 ოთახი დაჯავშნა;


 




მას კერძო თვითმფრინავთან ერთად საკუთარი ოქროს ესკაატორიც აქვს, თანაც ორი, რადგან ერთი საკმარისი არასდროს არაა;



 


მეფეს 100 პირადი მცველი დაყვება;



 



6 ბოინგი მეფის თანხმლები პირებისთვის;




მეფე სალმანის ბარგი სულ რაღაც 459 ტონას იწონის;

 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი