logo_geo
უგანდაში მცხოვრები ცნობილი გორილა რაფიკი მონადირეებმა მოკლეს
- +

13 ივნისი. 2020. 02:04

 

 

 

უგანდაში მცხოვრები ცნობილი გორილა სახელად რაფიკი მონადირეებმა მოკლეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გორილას მოკვლისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს.

 

ვერცხლისფერზურგიან მთის გორილა (Gorilla beringei beringei) გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. თუ დაკავებულებს დანაშაული დაუმტკიცდათ, სამუდამო პატიმრობა მიესჯებათ ან $5.4 მილიონის გადახდა მოუწევთ.

 

ეს ძალიან დიდი დარტყმაა“ - ასე გამოეხმაურა უგანდის ველური ბუნების სამსახური (UWA) რაფიკის სიკვდილს.

 

უგანდაში ათასამდე მთის გორილაღაა შემორჩენილი. რაფიკი დაახლოებით 25 წლის იყო და 17 მაიმუნს წინამძღოლობდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი