logo_geo
ინგლისში დაუქორწინებელ წყვილებს შორის სექსი აკრძალეს
- +

14 ივნისი. 2020. 02:43

 

 

წყვილებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ, ერთმანეთთან სექსი აღარ შეეძლებათ - აღნიშნული კანონი ინგლისში სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს, კორონავირუსის პანდემიის გამო.

 

არასამეზობლო კომპლექსებში დახურულ სივრცეში თავშეყრა ინგლისში 1 ივნისის შემდეგ აკრძალულია. ეს აკრძალვა წყვილებს შორის რომანტიკულ ურთიერთობასაც შეეხო. ახალი წესი ცალსახად კრძალავს ორი ან მეტი ადამიანის თავშეყრას, თუკი ეს ადამიანები ერთ კორპუსში არ ცხოვრობენ. შესაბამისად, წყვილები, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ, შეხვედრას ვერ შეძლებენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში თითოეული 100 ფუნტით დაჯარიმდება.

 

 

დიდ ბრიტანეთში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები 23 მარტიდანაა დაწესებული. ამ დროიდან დღემდე ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი ისინი მიდიან სამსახურში, საავადმყოფოში, სურსათის მაღაზიებსა ან აფთიაქებში ან გარეთ სავარჯიშოდ.

 

რა თქმა უნდა, ამ აკრძალვებში პაემნებზე სიარულიც იკრძალება. ადამიანები ვერ ხვდებიან მეგობრებს და ვეღარ ამყარებენ ახალ ნაცნობობას.

 

ახალ კანონში დაშვებულია გამონაკლისებიც. ადამიანებს შეეძლებათ შეხვედრა, თუ:

 

ისინი ცხოვრობენ ერთ კორპუსში

მიდიან ახლობლის გასვენებაში

მიდიან სამსახურში, რომელიც წინასწარაა დაშვებული

თუკი გადადიან სახლიდან

თუკი უვლიან სხვა ადამიანს, ვისაც თავის მოვლა არ შეუძლია

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, „კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებები და შეზღუდვები ნებას რთავს 6-კაციან ადამიანთა ჯგუფს, დრო გაატარონ გარეთ, შიდა ეზოებისა და ბაღების ჩათვლით, თუმცა აქაც, მათ აუცილებლად უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები და წესები, რაც ჯანმოს მიერაა შემუშავებული“.

 

ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარში სექსზე არაფერია ნათქვამი. თუმცა ინგლისში საჯარო თავშეყრის ადგილებში, ღია ცისქვეშ სექსი ისედაც ისჯება. გარდა ამისა, ადამიანებმა, რომლებიც ღია სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს, აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

 

ცხადია, რომ პოლიციას არ შეუძლია ძალით შეიჭრას საძინებელში და ადამიანები სექსის გამო დააჯარიმოს. თუმცა მათ აქვთ უფლება, შეიჭრან საცხოვრებელ სახლში, თუკი მათ ეჭვი აქვთ, რომ იქ შეზღუდვები ირღვევა.

 

https://mashable.com/article/sex-ban-england-coronavirus/?utm_source=social&utm_medium=facebook&utm_campaign=mash-com-fb-main-link&utm_content=culture&fbclid=IwAR3dFW8RlM4ZYwvlFsLHiaQDBT4A9WcMTOPl1VZesxXZ1oQE9yf9qLSiiqo

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი