logo_geo
ვინსენტ ვან გოგისა და პოლ გოგენის წერილები ბორდელში ვიზიტების შესახებ აუქციონზე €210 600 გაიყიდა
- +

20 ივნისი. 2020. 02:21

 

 

ცნობილი მხატვრების ვინსენტ ვან გოგისა და პოლ გოგენის წერილები ბორდელში ვიზიტის შესახებ აუქციონის სახლმა Drouot -მა 210 000 ევროდ გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ცნობით, წერილები 1888 წლით თარიღდება. მისი ადრესატია მათი ფრანგი მეგობარი, ფერმწერი ემილი ბერნარი. წერილი რამდენიმე დღით ადრეა დაწერილი ცნობილ შემთხვევამდე, როცა ვან გოგმა ყური მოიჭრა.

 

წერილებში საუბარია ორი მხატვრის ცხოვრებაზე ქალაქ აპლეში და ასევე მათ ვიზიტებზე ბორდელებში. „ახლა იმაზე, რაც შენ დაგაინტერესებს. ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ბორდელებში. მგონია იქ ხშირად მივალთ, იმისთვის, რომ იქ ვიმუშავოთ“, - წერს ვინსენტ ვან გოგი.

 

წერილები აუქციონზე ვინსენტ ვან გოგის ფონდმა იყიდა.

 

 

ფოტო: აუქციონის სახლი Drouot

 

 

big_banner
არქივი