logo_geo
“ჩაძირული მამაო” – მისტიკური ლეგენდა “პაპანწყვილის” ტბაზე
- +

20 ივნისი. 2020. 10:08

 

 

სამეგრელოში, ხობის მუნციაპლიტეტში თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარე ნაკლებად ცნობილი, „პაპანწყვილის“ ტბა. იგი ადგილობრივებისთვის თუ ჩამოსული ვიზიტორებისთვის, ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

 

მომწვანო, გამჭვირვალე ტბა ირგვლივ წიწვოვან ხეებსა და ფიჭვნარშია ჩაძირული.

 

ადგილობრივების თქმით, ტბის სიღრმე 10 – მეტრამდე აღწევს, მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს და წელიწადის ნებისმიერ დროს მისი ტემპერატურა უცვლელია. კიდევ ერთი დეტალი, რითიც ტბა იწვევს ვიზიტორების დაინტერესებას, მისტიკური ლეგენდაა, საიდანაც მომდინარეობს ტბის სახელწოდება „პაპანწყვილი“.

 

„პაპანწყვილი“ მეგრულად „ჩაძირულ მამაოს“ ნიშნავს, ლეგენდა კი ასეთია: იქ, სადაც დღეს ტბაა, ცხოვრობდა ერთი მღვდელი, რომელსაც სახლის ასაშენებლად, მუშები ჰყავდა დაქირავებული. მამაომ საღამოს მუშებს სადილად, თხის ხორცის ნაცვლად ძაღლის ხორცი მიართვა, ისე რომ ეს მათ არ იცოდნენ. როდესაც, მუშებმა ეს საზარელი ამბავი გაიგეს, სასულიერო პირი დაწყევლეს. იმ საღამოს მოვიდა ძლიერი წვიმა, მიწა იძრა და მღვდელი სახლიანად ჩაიტანა. ნასახლარის ადგილას კი ტბა აღმოცენდა, რომელსაც შემდეგ „პაპანწყვილი“ დაერქვა.

 

როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობენ, ეს კომუნისტების მიერ შეთხზული ლეგენდაა და სინამდვილესთან არანაირ კავშირშია. რასაც მათი თქმით, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ისტორიული წყაროებით ეს ისტორია არსად დასტურდება.

 

ვისაც ბუნებაში გიყვართ დასვენება და გიზიდავთ მისტიკური ამბები, „პაპანწყვილის“ ტბა ზედგამოჭრილია, რომ თქვენს ტურისტულ მარშრუტში საპატიო ადგილი დაიკავოს, იგი თავისი მისტიურობით, თქვენს აღტაცებას, პირველივე დანახვიდან გამოიწვევს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი