logo_geo
სამი ადამიანი, რომელთაც მილიონები გადაარჩინეს
- +

22 მარტი. 2017. 17:29



1986 წლის 1 მაისს საბჭოთა ხელისუფლებამ ხუთი დღის დაგვიანებით აღიარა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა მოხდა, აფეთქდა რეაქტორი და მისი აქტიური ზონა, სადაც 185 ტონა ბირთვული საწვავი იყო მოთავსებული, რომელიც უარეს საშინელებას უმზადებდა კაცობრიობას. ამ 185 ტონა გამდნარი ბირთვული საწვავის ქვევით იყო წყლის უზარმაზარი რეზერვუარი; მათ შორის მხოლოდ ბეტონის მსხვილი გადახურვაღა იყო დარჩენილი, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებდა. ბირთვული მასისა და წყლის შეხება კი ორთქლის ისეთ აფეთქებას გამოიწვევდა, რომ ჩერნობილის პირველი აფეთქება უბრალო შემთხვევად მოგეჩვენებოდათ. რადიაციული მოწამვლის საფრთხე ემუქრებოდა თითქმის მთელ ევროპას. ინგლისელი ჟურნალისტი სტივენ მაკგინტი წერდა: „საბჭოთა ფიზიკოსების გაანგარიშებით, აფეთქება 200 კვადრატული კილომეტრის რადიუსით გაანადგურებდა ყოველივე ცოცხალს, დედამიწის პირისგან აღგვიდა კიევს, მსხვერპლი 30 მილიონ ადამიანს მიაღწევდა და უკრაინის ჩრდილო ნაწილს სასიცოცხლოდ უვარგისს გახდიდა ასწლეულების მანძილზე". უფრო მეტიც, ევროპისა და რუსეთის ტერიტორიების დიდი ნაწილი 500 000 წლის მანძილზე უკაცრიელ უდაბნოდ იქცეოდა.


ადგილზე მომუშავე ექსპერტები ხედავდნენ, რომ გავარვარებული ბირთვი ნელ-ნელა ჭამდა ბეტონის ფილას, კატასტროფამდე სულ უფრო მცირე დრო რჩებოდა. შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, აკვალანგით აღჭურვილ ინჟინრებს ავზის ფსკერზე უნდა მოეძებნათ ჩამკეტი მოწყობილობა და რეზერვუარი წყლისგან დაეცალათ. გეგმა მშვენიერი გახლდათ, თუმცა, ყველამ იცოდა, რომ ვინც ამ მისიას იკისრებდა, უეჭველ სიკვდილზე მიდიოდა. სამმა ადამიანმა ითავა ამ საქმის გაკეთება. ორმა ინჟინერმა და ცვლის უფროსმა. ამ უკანასკნელს ჩააბარეს ფანარი, რათა ინჟინრებს უკუნ სიბნელეში საჭირო სარქველების იდენტიფიცირება მოეხერხებინათ. უკუნ სიბნელეში ჩაძირულმა სამეულმა დიდი წვალების შემდეგ აღმოაჩინა საჭირო სარქველები, თუმცა დანარჩენი სამუშაოს ჩატარება ვარაუდით მოუწიათ, რადგან ფანარი გადაიწვა. რეზერვუარის ზედაპირზე ამოსულ სამ ადამიანს ოვაციებით შეეგებნენ, წყალმა გზა მონახა და ავზი იცლებოდა; მეორე დღეს, როდესაც ბირთვულმა მასამ ბეტონის ფილა ბოლომდე გაღრღნა და რეზერვუარში ჩაეშვა, იქ წყალი აღარ იყო. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, რაც შეეხება სამ გმირს, უკვე მეორე დღეს სხივური დაავადების ნიშნები გამოაჩნდათ, ხოლო ორიოდე კვირის შემდეგ სამივე გარდაიცვალა. მათი სახელები იყო: ალექსეი ანანენკო, ვალერი ბესპალოვი და ბორის ბარანოვი; სამი მამაცი ადამიანი, რომელთაც მილიონების სიცოცხლე იხსნეს.

Description: Три человека, спасшие миллионы спасатель, чернобыль, ссср, герои, длиннопост, фейк




 

big_banner
არქივი