logo_geo
ადგილი, სადაც თამარ მეფე გარდაიცვალა - 3 ფოტო
- +

2 ივლისი. 2020. 22:03

 

 

 

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ „ფეისბუქის“ ოფიიალურ გვერდზე ჟურნალ „ცისკარი“ 1873 წელს თამარ მეფის გარდაცვალების ადგილის შესახებ გამოქვეყნებულ მასალასა და ფოტო არქივს ავრცელებს.

 

ტფილისიდან თორმეტ ვერსზედ მოშორებით მდებარეობს მთიანი ადგილი, რომელსაც ეწოდება აზელი ანუ კოჟორი, რომლის ახლო ტყის ნაპირას დღესაცა დგა თითქმის დაუქცეველი ციხე. ამ ციხის კვალადა ხლო არის ხეობა, რომელსაც ჰყოფს, ორ ნაწილად პატარა მდინარე ასურეთი, აქ ამ ხეობაში მოგზაურმა რომ გაიაროს ნახავს ერთსა მონასტერსა. ვახუშტი თავის გეოგრაფიაში უწოდებს კაბენისა მონასტერსა.

 

 

ძველნი ქართველნი მეოთხეს საუკუნეში განათლებულნი სახარებითა, დიდის სიყუარულით და სარწმუნოებით მიდიოდნენ წმინდა ალაგების როგორც სანახავად, ისე სალოცავად საბერძნეთში და პალესტინაში. აქ, რასაც ხედავდნენ ღირს სახსოვრად გადმოჰქონდათ თავიანთ ქრისტიან სამშობლოში დიდის სარწმუნოებით, არა თუ აშენებდნენ იმ გვართა ეკლესიებსა რა გვართაცა ხედავდნენ იქ, იმ წმინდა ეკლესიესს საკელებსაც არქმევდნენ საქართველოში აღშენებულთ ეკლესიებსა. ამ სახით აღშენდნენ საქართველოში ის ეკლესიები, რომელსაცა დღესაც ეწოდებათ სიონი, ანტიოქე, გეფსიმანია, ბეთლემის ეკლესია და სხუანი. ამ გვარად აღშენდა კაბენის მონასტერიცა, ეს სახელ წოდება არუს სირიაში ერთსა მონასტერსა, სადაცა იბუა იოანე ოქროპირი. თვითან იმ მდინარისთვისაც რომელიცა ჩამოუდის ამ მონასტერსა დაურქმევიათ ასურეთი - ეს მდინარე ასურეთი იმ ასირიის მონასტერსაც ჩამოუდის გვერდზედ. ყველა ქართველი, ვინც კი ყოფილა ამ მონასტერში იმ მდინარეს უწოდებს ასურეთად და თვითონ ვახუშტიც ამ წოდებით მოიხსენიებს თავის გეოგრაფიაში.

 

უპირველესი ეკლესია აღშენებულია ღუთის მშობლის მიძინების სახელზედ. კედლები განახლებულნი თამარის დროს, დღესაც შეურყეველად დგანან. გუმბათი ნახევარი დაქცეულია თვრამეტის საუკუნის ნახევარში. ამ ეკლესიის არხიტეკტურა წარმოგვიდგენს იმ დროს დიდს ხელოვნებასა. ქუებზედ გამოქანდაკებულნი არიან დიდ ხელოვნურად ჯვრები, მართლად და დიდხელოვნებით არის გამოყვანილი ამ მონასტრის ქვის ჩუქურთმები, ყველაზედ მეტი ხელოვნება ნახმარია ორი ქვის ფანჯრებზედ, საიდამაც საკმაოდ დასცემს ნათელი ეკლესიის შუაგულსა, შიგნით კედლები მხატვრობით სავსეა, სადაც თითქმის ყველგან ზედწარწერა აქუსთ, როგორც ქართულს, ისე ბერძნულს ენებზედ, მაცხოვრის, თორმეტის მოციქულის მხატვრობა დღესაც კაფიათათა სჩანან, სილვესტრო ეპისკოპოზი, რომლისგან ნათელი იღო დიდმან კონსტანტინემ გამოხატულია აგრეთვე კაფიეთად, რომლის ქვემოთ ზედწარწერაც არის.

 

იქვე დახატულია იოანე ნათლის მცემელი, რომელსაც აგრეთვე აწერია, თავისაგანვე წარმოთქმული სახარებიდგან - „აჰა ეხერა, ცული ჰსძეს ძირთა ხეთასა.“

 

დასავლეთს მხრივ, აშენებულია კიდევ სხუა პატარა ეკლესია წმინდა სვიმეონის სახელობაზედ; ეს ეკლესია აშენებულია თამარის მეფობის დროსა, ამ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრივ აქუს შემდგომი ზედწარწერა:

 

„...ღუთისა......მონაწილე...მეფობისა თამარისასა აღვაშენეთ,გიორგის შვილთა კ .... ნიკოლოზ,...... ბასილი.თორთომარი და ი... ღმერთმან შეგინდვნენვინც რაი მოიჭირვა ამას ზედა. ამინ.“

 

ერთს ქუაზედ, რომელიც ჩასმულია ეკლესიის კედელში სამხრეთის მხრივ, სწერია მხედრული ასოებით: „ღმერთო შეიწყალე იობ წინამძღვარი.“

 

უბედურების დროს როდესაც აოხრებდნენ მძვინვარე მტერნი, დაღისტნის ძენი, საქართველოსა, სადაცა რომ დაეცემოდნენ, რაც მოხვდებოდათ ანგრევდნენ, კაბენის მონასტრის ბერთა შემოზღუდეს ეს მონასტერი მკვიდრის ქვიტკირის გალავნითა, ეს გალავანი დღესაც, მართლა დგას.

 

რომ მეტად შეაწუხეს ამ მონასტრის ბერნი, ლეკთა; რომ ღონე აღარ იყო, უნდა გაუქმებულიყო ეს მონასტერი, რადგან ლეკთაგან შევიწროვება უფრო მეტის მეტად იყო მეთვრამეტე საუკუნეში, ჩუენცა ვგონებთ, რომ ეს მონასტერი იმ დროებაში დაკეტილი უნდა იყოს.“

 

პლატონ იოსელიანისა.

 

ცისკარი“1873 წელი

 

პირველი ფოტო დიმიტრი ერმაკოვის.

 

 

 


 


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი