logo_geo
შრი-ლანკაზე მდინარის ნაპირიდან ნიანგმა პოლიციელი გაიტაცა
- +

5 ივლისი. 2020. 02:27

 

 

შრი-ლანკაზე ნიანგმა გაიტაცა პოლიციელი, რომელიც მდინარეში ჩავარდნილ ტელეფონს ეძებდა. ამის შესახებ Ada Derana წერს.

 

გამოცემის ცნობით, პოლიციის თანამშრომელს ტელეფონი მდინარეში ჩაუვარდა. მის საპოვნელად 54 წლის კაცი მდინარეში ჩავიდა. მას მოულოდნელად ნიანგი დაესხა და გაიტაცა. პოლიციელი შველას ითხოვდა, თუმცა ნაპირზე მყოფებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს.

 

პოლიციელის ძებნის სამუშაოები მეორე დილას დაიწყეს. მაშველებმა მდინარეში გაუჩინარებული კაცის პოვნა ვერ შეძლეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი