logo_geo
ვინ ხართ და რა ბედი გელით ბოშური ჰოროსკოპის მიხედვით
- +

5 ივლისი. 2020. 12:41

 

ბევრი მიეჩვია ცხოვრების დაგეგმვას, ასტროლოგიური პროგნოზების გათვალისწინებით. იცოდით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხს თავისებური გამოთვლები და ზოდიაქოს ნიშანთა სისტემები აქვთ? სწორედ ისინი განსაზღვრავს ადამაინის ხასიათსა და ბედს, დაბადების დღისა და თვის მიხედვით. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თურა არის ბოშების ძველებური მკითხაობა, იგივე ბოშების ჰოროსკოპი.

 

ძველებური მკითხაობა

 

ბოშათა ტრადიციული ჰოროსკოპიც 12 ნიშნისგან შედგება, რომელთაგან თითოეული წლის კონკრეტულ პერიოდს მოიცავს. მოემზადეთ, ამ მკითხაობის სიზუსტე გაგაკვირვებთ.

 

ფიალა 21.01 – 19.02

 

ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ მერყევი ხასიათისანი არიან. ხშირად, ძალიან დიდხანს ფიქრობენ, სანამ ნებისმიერ იდეას რეალობად აქცევენ. მათ სჩვევიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე დატოვება. თუმცა, დაბადებისას, ისინი იღებენ ორიგინალურობისა და კრეატიულობის ნიჭს. ფიალები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან ურთიერთობებში ჰარმონიისადმი და ოცნებობენ, გარშემო ყველა გააბედნიერონ.

 

მათ იშვიათად უმართლებთ თამაშებში, თუმცა იმაზე მეტს მაინც ხარჯავენ, ვიდრე ამის საშუალებას მათი შემოსავლები იძლევა. გამოირჩევიან სწრაფი დაღლილობით. სწორედ ძალების ნაკლებობა იწვევს მათ შემთხვევაში ფსიქიკურ და ფიზიკურ გამოფიტვას.

 

კაპიშონი 20.02 – 20.03

 

გარესამყაროსთან ურთიერთქმედებისას, ეს ნიშანი უკიდურესად უნდობი და სერიოზულია. მათი განსაკუთრებული ნიჭია ერთგული, გულწრფელი მეგობრების პოვნა, რომლებიც მზად არიან, ნებისიმიერ სიტუაციაში დაუჭირონ მხარი. ამ ადამიანებს ახასიათებთ რეგულარული ფინანსური სირთულეები. ამასთან, ისინი ამ პრობლემებს სწრაფად და მარტივად ჭრიან, რამდენადაც კრეატიული გონების მფლობელები არიან. მუშაობისას, კაპიშონები მტკიცე და გამომგონებელი თანამშრომლები არიან.

 

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მათ სიმშვიდე და სიჩუმე სჭირდებათ. მხოლოდ ამ დროს გრძნობენ ისინი თავს კომფორტულად. ასევე, მათ ორგანიზმს უხდება ტანვარჯიში და მასაჟი.

 

ხანჯალი 21.03 – 20.04

 

ესაა ზოდიაქოს ძალიან პრაქტიკული ნიშანი, რომელიც არასდროს კარგავს დროს და უსწრაფესად მიილტვის თავისი მიზნისკენ. ხანჯლები დაჯილდოვებული არიან კარგი ინტუიციითა და თამაშებში იღბლით. ასეთი ადამიანები კონკურენციისა და შეჯიბრების მოყვარულები არიან. ხანდახან, იმპულსურ და აგრესიულ ქმედებებსაც კი შენიშნავთ.

 

ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავად განკარგავს ფულს, ამიტომ, მათგან ხშირად გამოდის შესანიშნავი ადმინისტრატორი. ჩვეულებრივ, ნამდვილ “რკინის” ჯანმრთელობას ფლობენ.

 

გვირგვინი 21.04 – 20.05

 

გვირგვინის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უყვართ კომფორტი და სიმდიდრე. ისინი თვლიან, რომ ყოველთვის მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ. არ ფლანგავენ ფულს უაზროდ. გვირგვინების განსაკუთრებული უნარია ურყევი შეუპოვრობა. ხანდახან, ეს შეიძლება სიჯიუტედაც იქცეს, რაც გარშემომყოფებს დიდად არ მოსწონთ.თუმცა, როგორც წესი, გვირგვინი ყველას აღაფრთოვანებს თავისი მიღწევებით.

 

ეს ნიშანი არ ელის, რომ კაცობრიობის კეთილდღეობა თავისი ფეხით მივა მასთან. ამ მიზეზით, იგი აქტიურად მიისწრაფის წინ კარიერაში და აწყობს საკუთარ საქმეს (ხშირად, მოდის ან გართობის სფეროში). ამ პროცესში, მათ თან ახლავს სიმტკიცე, ინიციატორობა, რაც დაუყოვნებლივ იწვევს წარმატებასა და პიროვნულ ზრდას. გამოირჩევა ჯანმრთელობით, რომლის წინაპირობაც კარგი დასვენება გახლავთ.

 

შანდალი 21.05 – 20.06

 

ესაა მეგობრობის, ნაცნობობის, კავშირებისა და მიჯაჭვულობის ნამდვილი თაყვანისმცემელი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი არასდროს გამოაჩენს გულგრილობას სხვებისადმი. გარშემომყოფებს იგი უყვართ სულიერი სითბოსა და სტუმართმოყვარეობისთვის, რაც თავადაც კარგად იცის. შანდალი შეიძლება შეუპოვარ და გულუხვ ადამიანად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს მხოლოდ მოჩვენებაა.

 

ძალიან გამჭრიახები და ჭკვიანები არიან. სანამ ფულს დახარჯავენ, წინასწარ აგროვებენ გარკვეულ თანხას. ხანდახან, ეს თავისებურება სიძუნწეშიც გადასდით. ჯანმრთელობისა და კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, შანდლებს მუდმივი მოძრაობა და ფიზიკური დატვირთვები სჭირდება.

 

ბორბალი 21.06 – 21.07

 

ამ ნიშნის წარმომადგენლები ემოციურ და იმპულსურ ცხოვრებას ეწევიან. ისინი საშინლად მერყევები არიან. დროთა განმავლობაში, მათი ფაქიზი მგრძნობელობა ნეგატიურ თვისებად – გულჩვილობად იქცევა. ხშირად ოცნებობენ, თუმცა პრაქტიკულ მოქმედებებზე უარს ამბობენ. ბორბალს მდუმარე დამცველიც შეგიძლიათ უწოდოთ.

 

მას აქვს ხანგრძლივი კონცენტრაციის შესანიშნავი უნარი. ხშირად, იგი იკავებს წამყვან პოზიციებს კოლექტივში და გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით. სამწუხაროდ, ყურადღების ასეთი დაძაბვა მწვავე შაკიკითა და თავის ტკივილებით შეიძლება დასრულდეს. საქმიანობის სფეროს შეცვლა, ყურადღების დროებითი გადატანა და დასვენება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

 

ვარსკვლავი 22.07 – 22.08

 

მომხიბლავი ვარსკვლავი ცდილობს, თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს. მათ “იღბლიანებს” უწოდებენ, რადგან იღბალი სწორედ ამ ნიშნის მხარესაა, თანაც ყოველთვის.

 

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მისი ყველაზე სუსტი წერტილებია ხერხემალი და სახსრები. ხშირად, სწორედ ისინი ექვემდებარება დიდ დატვირთვას, რამდენადაც ვარსკვლავები ცდილობენ, ყველაფერში ბრწყინავდნენ.

 

ზარი 23.08 – 22.09

 

სირბილე და სიკეთე ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ბუნებრივი ნიჭია. ზარი რეალისტურად უყურებს სამყაროს და გამოირჩევა შრომისმოყვარეობით. იგი ხშირად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს საზოგადოებაში. ასეთი ადამიანები ყურადღებით უსმენენ თანამოსაუბრეს და კონსტრუქტიულ კრიტიკასაც გასცემენ. მიუხედავად ამისა, ისინი ზედმეტად მომთხოვნები არიან გარშემომყოფების მიმართ.

 

ფული ზარს საშუალებას აძლევს, თავდაჯერებულად და დაცულად იგრძნოს თავი. დიდანს ფიქრობენ მანამ, სანამ კომერციულ შეთანხმებას დადებენ ან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. კეთილსინდისიერება და გულიანობა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. თუმცა, ცხოვრებაში ზომიერ ფიზიკურ დატვირთვებსა და მასაჟებსაც უნდა დაუთმონ ადგილი.

 

მონეტა 23.09 – 22.10

 

დაუჯერებლად მომხიბლავი ნიშანი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას. სამართლიანი და რაციონალური მონეტა ნებისმიერ პრობლემას წყვეტს. ისინი ყოველთვის სავსენი არიან პოზიტივით, რომელსაც სიამოვნებით უნაწილებენ გარშემომყოფებს. ამ ნიშნისთვის ადამიანის არამხოლოდ პიროვნული თვისებები, არამედ ფიზიკური მონაცემებიც მნიშვნელოვანია.

 

ადამიანი-მონეტები კარგად უმკლავდებიან მოლაპარაკებებს და აქვთ სამართლიანობის მწვავე შეგრძნება. არ საჭიროებენ რჩევებს ჯანმრთელობის კუთხით, რადგან ისინი თავად ცდილობენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას.

 

ხმალი (გრძელი ხანჯალი) 23.10 – 21.11

 

ცნობილია, რომ ხმალი ბოშებს მოზარდობის პერიოდის დასრულებისას გადაეცემოდათ. ამიტომ, ეს ნივთი ასოცირდება წარსულის დასასრულთან და რაღაც ახლის დასაწყისთან. ხმალი სიფხიზლისა და ამთვისებლობის განსახიერებაა. გასაკვირი არაა, რომ ამ ნიშნის გავლენით იბადებიან იდუმალი და ძლიერი ადამიანები, მტკიცე ხასიათით. ეს თვისებები აუცილებლად იწვევს საზოგადო პატივისცემას.

 

მას ახასიათებს ანალიტიკური აზროვნება. გარდა ამისა, იგი მკაფიოდ აღიქვამს და ამჩნევს ყველაფერს, რაც გარშემო ხდება. მას საკმაოდ მყარი ჯანმრთელობა აქვს დაბადებიდან, თუმცა, მას ხშირად არც კი აქცევენ ყურადღებას.

 

ნაჯახი 22.11 – 21.12

 

ნიშანი რისკიან ადამიანებს მიეკუთვნება. თავგადასავლების ჭეშმარიტი და მუდმივი მაძიებლები თავდაჯერებულად და მამაცად ხვდებიან ყოველ ახალ დღეს, გარშემომყოფებს აჩვენებენ, თუ როგორ მიისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ყველა მიმართულებით. სწრაფი და მკაფიო გონება ნაჯახის მთავარი ღირსებაა. შესანიშნავი კრეატიულობა, სამართლიანობასთან და პრაქტიკულობასთან ერთად, მათ საშუალებას აძლევს, თავისუფლად დაძლიონ ნებისმიერი სირთულე.

 

ამ ნიშნის წარმომადგენელი საიმედო ადამიანად ითვლება, რომელიც ნდობას იმსახურებს. ხშირად, ეს ფიზიკურად მტკიცე ადამიანია, რომელიც მიდრეკილია თავისი თანდაყოლილი ამტანობის ბოროტად გამოყენებისკენ.

 

ნალი 22.12 – 20.01

 

შეუჩერებელი ენთუზიაზმი ამ ნიშნის პრივილეგიაა. მას ახასიათებს გრძნობების მაღალი ინტენსივობა და მკვეთრი აღქმა, რომელთა გამოვლინებას იგი არ ერიდება. ნალი ერთგული მეგბარია, რომელიც მზადაა, ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ, ძალიან ცდილობს, ყველაფერში სრულყოფილებისკენ მიილტვის. ამასთან, ნალი უშიშარი, ამპარტავანი, რისკისთვის მზად მყოფი ადამიანია.

 

თავისი შეუპოვარი შრომის წყალობით, სამსახურში წარმატებებს აღწევს. ნალი ყოველთვის პოულობს საკუთარი პროექტების განხორციელების გზას. ჯანმრთელობის მხრივ, მათ ხშირად აწუხებთ კბილები და ღრძილები, ასევე, ხერხემლის კისრის დანაყოფი.

 

აი, ასეთი უჩვეულოა ბოშათა ჰოროსკოპი. თქვენ ეთანხმებით აღწერას?

 

წყარო:https://paparazzi.ge/article/17787?fbclid=IwAR3rRNAbrBs6F4p58j8jHktfwIRvNegM7QKCHzAPf8p6VfCprVJHaV6N23A

 

 

 

 

 

big_banner
არქივი