„რუსთავი 2“ საინტერესო და უცნაურ კადრებს ავრცელებს. ქართველმა ფოტოგრაფმა ბაზალეთიდან კომეტის გადაღება შეძლო.
„უნიკალური კადრები - კომეტა C/2020 F3 (NEOWISE) საქართველოს ცაზე
21-ე საუკუნის ყველაზე კაშკაშა კომეტა NASA-მ მარტში აღმოაჩინა, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია
ფოტოების ავტორია Geo-Astro-ს წევრი ასტროფოტოგრაფი Lasha Ebitashvili, მან კომეტა ბაზალეთიდან 7 ივლისის დილის საათებში გადაიღო
როგორც ასტროფოტოგრაფმა "რუსთავი 2-თან" განაცხადა, C/2020 F3 (NEOWISE)-ის საქართველოს ცაზე დანახვა 24 ივლისამდე იქნება შესაძლებელი“- ავრცელებს „რუსთავი 2“.