იაპონია რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული კულტურის მქონე ქვეყანაა, სადაც დაუვიწყარი დროის გატარებაა შესაძლებელი, ყველამ იცის. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები ხალხი ჩვენს გაკვირვებას ვეღარაფრით მოახერხებს.
ეს 10 ფოტო სწორედ იმის შესახებაა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი იაპონელები ზედმეტად ჭკვიანები და კრეატიულები არიან:
1. იაპონიის ამ აეროპორტში ჩემოდნებს ფერების მიხედვით ალაგებენ, რათა მათი მოძებნა უფრო მარტივი იყოს
2. ამ ტუალეტში არის ღილაკი, რომლითაც არასასურველი ხმების გადასაფარად, მუსიკა ირთვება
3. პიცის გადასატანი ყუთი, რომელსაც სახელურიც აქვს
4. ამ ღილაკზე თითის მიჭერით, ტაქსის მძღოლი სისწრაფეს შეანელებს
5. იაპონური ქოლგა, რომელზეც დასველების შემთხვევაში ნახატები ჩნდება
6. სარკის ეს ნაწილი არასდროს იორთქლება
7. ეს ლიფტი ადამიანებს აცნობებს, რომ გარეთ წვიმს
8. ამ კიბეზე ასვილისას დეტალურად გეცოდინებათ, თუ რამდენი კალორია დაწვით
9. ლამაზი ხედებით რომ დატკბეთ, იაპონიის ამ მატარებელში სავარძლები ფანჯრებისკენ არის მიმართული
10. იაპონური პოლიციის მანქანებს მოძრავი ნათურები აქვთ, რომელსაც საცობის შემთხვევაშიც მარტივად შეამჩნევთ