ორი ზებრა „ერთი“ თავით - სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მომხმარებლები ცდილობენ, გამოიცნონ, რომელი ზებრას თავია აღბეჭდილი უჩვეულო ფოტოზე.
ცხოველების ფოტო კენიის ნაკრძალ მასაი-მარაში საფარის დროს გადაიღო ველური ბუნების ფოტოგრაფმა, ინდოელმა საროშ ლოდხიმ.
„რომლის თავია? მარცხენა ზებრასი თუ მარჯვენასი?“ - ამ შეკითხვით მიმართა ქსელის მომხმარებლებს ლოდხიმ.
მომხმარებლების აზრი, რა თქმა უნდა, ორად გაიყო. თუმცა, ზოგიერთი ხუმარას აზრით, თავი შუაში მდგარი მესამე ზებრასია.