logo_geo
ზებრების უჩვეულო ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო
- +

11 ივლისი. 2020. 16:24

 

 

ორი ზებრა „ერთი“ თავით - სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მომხმარებლები ცდილობენ, გამოიცნონ, რომელი ზებრას თავია აღბეჭდილი უჩვეულო ფოტოზე.

 

ცხოველების ფოტო კენიის ნაკრძალ მასაი-მარაში საფარის დროს გადაიღო ველური ბუნების ფოტოგრაფმა, ინდოელმა საროშ ლოდხიმ.

 

„რომლის თავია? მარცხენა ზებრასი თუ მარჯვენასი?“ - ამ შეკითხვით მიმართა ქსელის მომხმარებლებს ლოდხიმ.

 

მომხმარებლების აზრი, რა თქმა უნდა, ორად გაიყო. თუმცა, ზოგიერთი ხუმარას აზრით, თავი შუაში მდგარი მესამე ზებრასია.

 

 

 

 

big_banner
არქივი