logo_geo
Solar Orbiter-მა მზის უახლოესი ფოტოები გადაიღო
- +

17 ივლისი. 2020. 02:44

 

 

 

კოსმოსურმა აპარატმა Solar Orbiter-მა მზის უახლოესი ფოტოები გადაიღო. ხომალდი ვარსკვლავის ზედაპირთან 77 მილიონი კილომეტრის დაშორებით მიფრინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.

 

მოხარულნი ვართ, რომ ეს სურათები მივიღეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მისია გრძელდება და დაახლოებით ორ წელიწადში ზონდი კიდევ უფრო მიუახლოვდება მზეს. საბოლოო ჯამში, ზონდი მზესთან უფრო ახლოს, ზედაპირიდან 42 მილიონი კილომეტრის დაშორებით მივა“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა, დენიელ მიულერმა.

 

Solar Orbiter-ი ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს ერთობლივი პროექტია. მისია 7 წლის პერიოდისთვისაა გათვალისწინებული. Solar Orbiter-ი 2020 წლის თებერვალში გაეშვა. მისიის ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ზონდი ჯამში ათი ინსტრუმენტითაა აღჭურვილი: ექვსი ტელსკოპით და ოთხი ხელსაწყოთი, რომელიც ხომალდის გარშემო მდებარე ობიექტების შესასწავლადაა შექმნილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი