logo_geo
დედამიწას კომეტა „ნეოვაიზი“ უახლოვდება
- +

18 ივლისი. 2020. 18:40

 

 

მთელი მსოფლიოს ასტრონომები აკვირდებიან დედამიწასთან კომეტა „ნეოვაიზის“ მოახლოებას. კომეტა მარტის ბოლოს იქნა აღმოჩენილი. ეს ერთ-ერთი ისეთი კომეტაა, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეიძლება.

 

კომეტა დედამიწას ყველაზე მეტად მოუახლოვდება 23 ივლისს, თუმცა, სახიფათო არ არის, რადგან ეს „სიახლოვე“ 103 მლნ კილომეტრს შეადგენს. 

 

„ნეოვაიზისა“ და დედამიწას შემდეგი დაახლოება 6 800 წლის შემდეგ მოხდება.

 

მისი დანახვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მყოფებს მზის ჩასვლის შემდეგ და გამთენიისას შეუძლიათ.

 

 

 



 

 

big_banner
არქივი