logo_geo
ავსტრიელმა ექსპერტებმა 5300 წლის მუმიის მონაცემები გაშიფრეს და მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნეს- შოკისმომგვრელი დეტალები
- +

25 ივლისი. 2020. 21:07

 

 

ავსტრიაში საცხოვრებლად გადასული დავით კიკალიშვილის მეუღლე, ირმა კვიცარიძე ძალიან საინტერესო ისტორიას აქვეყნებს.

 

კვიცარიძე ევროპელი ექსპერტების შოკისმომგვრელი პროფესიონალიზმის შესახებ საუბრობს. აი რა საქმე გახსნებს სასამართლო ექსპერტებმა:

 

ცოტა რამ სასამართლო ექსპერტიზაზე შუაგული ევროპიდან...

 

1991 შლის 19 სექტემბერს ორმა მოგზაურმა სიმილიანის მყინვარზე 3200 მეტრის სიმაღლეზე (ოტცის ხეობაში/ Ötztaler Alpen  ავსტრიის და იტალიის (სამხრეთ ტიროლის საზღვარზე )) აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი , 5300 წლის, სახელად ოტცი- Ötzi.

 

ყინულიდან ამოღებული 5300 წლის გვამი- მუმია მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს. მათ შორის ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სასამართლო მედიცინის კათედრა აწარმოებდა მის გამოკვლევას. შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც ოტცის შესახებ თითქმის ყველაფერი გაარკვიეს, როგორც სიცოცხლის დროინდელი ასევე სიკვდილის მიზეზი და ბოლოს თურმე მკვლელობა და მკვლელობის იარაღი და შესაძლო მოტივი!

 

5300 წლის Ötzi-სულ 45 წელი უცოცხლია.  მეცნიერებმა დადგინეს თუ რას მიირთმევდა და რა ეგემრიელებოდა ბატონ Ötzi ის.

 

შექმნა Ötzi ის ჯანმრთელობის  ისტორია, უკვე 45 წლის ასაკში ცოტა ართრიტიც აწუხებდა და ლაქტოზის ინტოლერანტობა. სიკვდილამდე 2 წლით ადრე მარჯვენა მხარეს მეხუთე და მეშვიდე ნეკნი მოუტეხია, სავარაუდოდ დაცემის შედეგად. თქვენ წარმოიდგენეთ ქოლესტერინი აწუხებდა, ათეროსკლეროზი, კარიესი , ჰელიკო ბაქტერია პილორი! ჰელიკო ბაქტერიის ყველაზე აგრესიული ფორმა ! აქ ექიმებმა აღნიშნეს, რომ იმ დროს როცა ამ დაავადების მკურნალობა შეუძლებელი იყო ალბათ Ötzi დაახლოვებით 10 წლის შემდეგ კუჭის კიბოს შეეწირებოდა. Ötzi-ფილტები მწეველის ფილტვებს გავდა, მაგრამ ეს შუაცეცხლის დამსახურება იყო, Ötzi-ხშირად აწუხებდა ფაღარათი, ყავდა ჭიები, არტერიოსკლეროზი, მისი გენეტიკური პრობლემა უფრო გულსისხლძარღვთა სისტემა იყო.

 

უი საოცრებავ 5300 წლის გვამზე - მუმიაზე, კანზე დანით მიყენებული იარები აღმოჩნდა, რომელიც Ötzi ჩხუბის დროს მიუღია, ასევე მხრის არეში დანით მიყენებული ჭრილობა, რომელიც ხელზე მიყენებულ ჭრილობაზე სამი დღით გვიან მიუღია,  მაგრამ ეს არ ყოფილა სიკვდილის მიზეზი!

 

სიცოცხლის ბოლო დღეები ბატონ Ötzi ალპებში გაუტარებია. ვეგეტარიეანელიც ყოფილა, ნაწლავის და კუჭის შიგთავსი სრულად აღწერს Ötzi -მენიუს.

 

სიკვდილამდე 1 საათით ადრე უსადილია კიდეც, დაასრულა თუ არა ბოლომდე სადილი ეს არ ვიცით მაგრამ, ვიცით რომ ზურგში მოხვდა ისარი, ვიცით ისრის და ჭრილობის ზომა და სიღრმე. მაგრამ არც ეს ჭრილობა აღმოჩნდა სასიკვდილო

 

სიკვდილის მიზეზი ქალა-ფუძის ტრავმა იყო, დაჭრილი Ötzi კლდეზე გადაიჩეხა. მეცნიერებმა Ötzi ის დიდი ტვინის ნაწილში ნახეს მუქად შეფერილი ადგილები, რაც იმაზე მიუთითებს რომ ის კეფით დაეცა ქვაზე , ამაზე ტვინში ნაპოვნი სისხლჩაქცევების თუ ნაჭდევების არსებობამ მიუთითა. ერთი რაც დანამდვილებით ვერ თქვეს ექსპერტებმა, მიიღო თუ არა Ötzi იმ კლდეზე გადავარდნამდე თავში დარტყმა. ფაქტია რომ 5300 წლის წინ Ötzi მოკლეს.

 

ბატონი Ötzi ის მკვლელობის საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დადგინდა შესაძლო მოტივი და მკვლელის სიმაღლე.

მკვლელობა 5300 წლის უკან. სიკვდილის მიზეზი: ქალატვინის ტრამვა და სისხლდენა

მკვლელი Ötzi ზე 10 სანტიმრტრით მაღალი იყო.

მკვლელობის სავარაუდო მოტივიც გაჟღერდა , 45 წლის Ötzi მისი თემის ახალგაზრდებისათვის ზედმეტი აღმოჩნდა და კონკურენციის მსხვერპლი გახდა.

Ötzi ის და მისი მკვლელის შეხვედრის ადგილი, გვამის პოვნის ადგილი არ აღმოჩნდა, არამედ ფერდობი კლდის ზემოთ. ასევე გვამის კლდიან გადმოვარდნის შემდეგ დაცემის ადგილი და გვამის პოვნის ადგილი 120 მეტრით იყო დაშორებული. საქმეში გლაციოლოგების ჩართვამ, რომლებმაც მყინვარის დნობის დინამიკის გამოთვლამ შესაძლებელი გახადა ამ დეტალის გარკვევა.

 

კიდევ ბევრი რამ ვიცით Ötzi ის შესახებ, ჩაცმულობა, ფიზიკური დატვირთვა, უფრო მეტხანს იჯდა ვიდრე დადიოდაო. სამხრეთ ტიროლში დაახლოებით 1000 ადამიანი Ötzi-გენეტიკით. ანუ მისი შორეული ნათესავები.

 

კიდე ბევრია დასაწერი, თავს არ შეგაწყენთ, 45 წლის Ötzi 5300 წლის უკან მოკლეს მაგრამ მისი საქმე გაუხსნელი არ დარჩენილა!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი