„მარსის კოლონიზაცია“- მეცნიერი ელონ მასკი მის ოფიციალურ გვერდზე უახლესი წლების გეგმებს აქვეყნებს. საზოგადოებისთვის პირველად გახდა ცნობილი, თუ რა სახით იგეგმება მარსის კოლონიზაცია.
მასკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო კოლაჟში მნიშვნელოვანი წლებია აღბეჭდილი. 2020 წელი- კოსმოსური მისიის გაფრენა მარსისკენ. 2030 წელი- იწყება მარსის კოლონიზაცია და საბოლოოდ 2060 წელი- აქ უკვე აღბეჭდილია დასახლებული მარსი, კაფსულებში გამწვანებული ადგილებით, ენერგიის მომპოვებელი დანადარებითა და მთელი იმ სისტემებით, რაც ადამიანისთვის საცხოვრებელი, ასევე სასიცოცხლო პირობების შექმნისთვის არის აუცილებელი.