logo_geo
ტანზანიელმა მეშახტემ, რომელიც ივნისში მილიონერი გახდა, კიდევ ერთი უიშვიათესი ქვა იპოვა
- +

5 აგვისტო. 2020. 02:53

 

 

ტანზანიაში ერთ-ერთი პატარა შახტის მფლობელმა უიშვიათესი ძვირფასი ქვა 2 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

გამოცემის ინფორმაციით, სამიმიუ ლაიზერმა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძვირფასი ქვა - ტანზანიტი აღმოაჩინა, რომლის წონაც 6,3 კილოგრამია.

 

ლაიზერი, რომელსაც 4 ცოლი და 30-ზე მეტი შვილი ჰყავს, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მეორედ მოექცა. ივნისის ბოლოს ის ერთ ღამეში მილიონერად იქცა, მას შემდეგ, რაც თავის მაღაროში 2 ტანზანიტი იპოვა. ქვების საერთო წონა 15 კილოგრამს შეადგენდა. მან ქვები ქვეყნის მთავრობას მიჰყიდა, რისთვისაც 3,4 მილიონი დოლარი მიიღო. ამ თანხით ის მშობლიურ ქალაქში სკოლისა და საავადმყოფოს აშენებას გეგმავს.

 

ტანზანიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი ძვირფასი ქვაა, ის მხოლოდ ტანზანიაში მოიპოვება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 20 წელიწადში მისი მარაგი პლანეტაზე სრულად ამოიწურება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი