logo_geo
რა ასაკიდან შეიძლება გლანდების ამოჭრა
- +

24 მარტი. 2017. 12:19



ნუშურა ჯირკვლები თუ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას, მაშინ მისი ამოჭრის საკითხი არ დგება. ბავშვობის ასაკში ლიმფური სისტემის ქსოვილი ჰიპერტროფიულია (დიდი ზომისაა), მაგალითად, ნუშურა ჯირკვლები გამოდის სასის რკალებიდან და ეს პათოლოგიურ მდგომარეობად არ უნდა შეფასდეს, რადგან 1,5-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, როცა ორგანიზმი პირველად დამოუკიდებლად იწყებს ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ, ნუშურა ჯირკვლები იწყებს გადიდებას მიკრობების წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის გამო.


სწორედ ამ ასაკში ბავშვებში ფიზიოლოგიურად დიდდება ყველა ჯირკვლოვანი ქსოვილი ყელ-ყურის არეში, რაც ხშირად ვლინდება კისრის ლიმფური ჯირკვლების, ცხვირში ადენოიდების გაჩენით და ნუშურა ჯირკვლების ჰიპერტროფიით. დაახლოებით 12 წლიდან ნუშურა ჯირკვლები პატარავდება.


თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა, ტონზილექტომა არ ტარდება 3 წლის ასაკამდე, ზოგადად კი სპეციალისტები ცდილობენ, ეს ოპერაცია 5 წლის ასაკიდან ჩაატარონ. გირჩევთ, ოპერაციამდე მკურნალობის არაოპერაციული მეთოდები ამოწუროთ - ჰომეოპათია, ლაზეროთერაპია, ფიზიოთერაპია, ფიტოთერაპია და ა.შ. თუკი პატარას ლარინგოლოგის მიერ დანიშნული კვალიფიციური მკურნალობა არ ჩატარებია. საკითხს საბოლოოდ წყვეტს სპეციალისტი, ლარინგოლოგი. და რაც მათავარია, ბავშვის გაკაჟებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი