logo_geo
ჯულბარსი - ძაღლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა
- +

21 აგვისტო. 2020. 12:43

 

 

 

ჯულბარსი  ერთადერთი ძაღლია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაღმების საძიებო ნაწილში მსახურობდა და იგი სამამულო ომის მონაწილედ მიიჩნევა.

 

განსაკუთრებული გონიერებით გამორჩეულმა ძაღლმა, 1944 წლის სექტემბრიდან 1945 წლის აგვისტოს ჩათვლით, რუმინეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთისა და ავსტრიის

ტერიტორიაზე 7468 ნაღმი და 150 ჭურვი აღმოაჩინა. შესაბამისად, პრაღის, ვენისა და ევროპის სხვა ქალაქების არქიტექტურული შედევრები, რომლებმაც ამ დრომდე მოაღწიეს, თავიანთ არსებობას ჯულბარსის ფენომენალურ ყნოსვას უნდა უმადლოდნენ.

 

ჯულბარსი განმნაღმველებს, დიდი უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს საფლავის გადარჩენაშიც დაეხმარა.

 

 

big_banner
არქივი