logo_geo
ფერმერმა მინდორში იდუმალი სეიფი იპოვა
- +

23 აგვისტო. 2020. 20:08

 

ნიუ-იორკის შტატის მცხოვრებმა კერკ მეთისმა ბარში, თავის მინდორში უცნაურბარათიანი სეიფი იპოვა.

 

„თუ შეძლებ მის გახსნას, რაც შიგ არის, შენი იქნება“, - წერია ბარათში.

 

270-კილოგრამიანმა სეიფმა ადგილობრივებში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ზოგიერთი უროს საშუალებით ცდილობდა იდუმალი სეიფის გახსნას. პოლიციას მათი დაშლა ძალის გამოყენებით მოუწია - თუმცა, მათ სახელურისა და ციბერბლატის მოტეხვა მაინც მოასწრეს.

 

სეიფის აღმომჩენმა ფერმერმა სეიფი საიმედოდ დამალა. ადგილობრივ ტელეარხს კი განუცხადა, რომ ამ უცნაურმა სეიფმა მის მეზობლებს კორონავირუსი და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დაავიწყა. ახლა მეზობლები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა არის სეიფში. ფერმერი კი მის გახსნას არ აპირებს.

 

„თუ გავხსნით, შოუ დამთავრდება“, - განაცხადა მეთისმა.

 

მეთისმა უკვე მოიფიქრა, რა უყოს სეიფს. როგორც კი ბარში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნება (რაც უკვე დაგეგმილია), სეიფი მის ექსპონატად იქცევა.

 

„სეიფში შეიძლება იყოს როგორც მილიონები, ასევე ფერადი ქაღალდები, ასე რომ, იფანტაზიორეთ“, - განაცხადა მომავალი მუზეუმის შექმნის კომიტეტის წარმომადგენელმა.

 

 

 

big_banner
არქივი