logo_geo
ქალი, რომელმაც 72 წლის ასაკში გააჩინა შვილი, დაანგრია ორსულობამ და დედობამ
- +

26 მარტი. 2017. 21:54



ბევრი ქალი ორსულობას გეგმავს 45 წლის შემდეგ და აცნობიერებს, თუ რა რისკთან არის დაკავშირებული ყოველივე ეს. ზოგი უფრო დიდ ასაკშიც დგამს ასეთ ნაბიჯს. ინდოეთის მცხოვრები დალჯინდერი კაურა მზად იყო ყველაფერზე, ოღონდ გამოეცადა დედობის ბედნიერება.


როდესაც 1 წლის წინ გააჩინა ბავშვი, ის 72 წლის გახლდათ. როგორ აეწყო დედის ცხოვრება, რომელსაც ძნელია დაარქვა ახალგაზრდა?


ახლა მისი ბიჭი არმანი 11 თვისაა და აქტიურად ხოხავს. თუმცა გვიანი მშობიარობა და ახალი საზრუნავი უარყოფითად აისახა დედის ჯანმრთელობაზე: ის იტანჯება ჰიპერტონული დაავადებით, სახსრების ტკივილით და მალე იღლება.



„ძალიან ვღელავ არმანის გამო. უნდა ვიფიქრო ჩემს ჯანმრთელობაზე და ამავდროულად მოვუარო ბავშვს. მას შემდეგ, რაც დაიწყო ხოხვა, ვეღარ ვიმართები წელში. ჩემი სხეული ვეღარ უძლებს დატვირთვას. ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა", - ამბობს ინტერვიუში დალჯინდერი.


როდესაც ბიჭი დაიბადა, მაშინ ის 1,5 კგ. ი იწონიდა. 3 თვემდე დედა ძუძუთი კვებავდა ბავშვს. სამი თვის შემდეგ რძე გაუშრა. 1 თვეში ბავშვი ერთი წლის გახდება და 7 კგ.-ს იწონის. ზოგიერთები კიცხავენ ქალს. ისინი ამბობენ, რომ ბავშვის მომავალი საფრთხის ქვეშ დგება, როდესაც ამ ასაკის მშობლები ჰყავს.


„ჯანმრთელობა შერყეული აქვთ, 1 წლის ბავშვი 5 თვისას ჰგავს, მშობლები მოხუცები არიან, რა ელოდება ბავშვს? ღმერთმა ქნას, 100 წლამდე იცოცხლონ მშობლებმა, რათა ბავშვმა ობლად არ იგრძნოს თავი. ბავშვია ცოდო. ქალს უნდოდა გამოეცადა დედობის ბედნიერება... მაგრამ ბავშვს რა ეშველება? მან რა დააშავა?"

 

 

 

„ყველა, ვინც გვიან აჩენს შვილს, უმრავლესობა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. ეს ხომ უპასუხისმგებლობაა. ვერაფერს მისცემენ ბავშვს, რისთვის აჩენენ, რომ 5 წლის ასაკში დაობლდეს?", - ასეთი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში ინდოელი ქალის გადწყვეტილებას, გამხდარიყო დედა უკვე მოხუცებულობის ასაკში.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი