logo_geo
ნელსონ მანდელა: ბოღმა პირველ რიგში შენ გაგანადგურებს, თუნდაც ცამდე მართალი იყო
- +

23 სექტემბერი. 2020. 18:16

 

 

ერთ დღეს, როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა შევიდა რესტორანში სადილისთვის, მან დაინახა ერთი კაცი და დაცვას სთხოვა, ეს კაცი მის სუფრასთან მიეყვანათ.

 

ასეც მოიქცნენ.

 

კაცი სულ გადაფითრდა და ხელები უკანკალებდა.

 

მანდელამ საჭმელი შესთავაზა და ისიც ასადილა.

 

კაცმა ცოტა ხანს გაძლო და შემდეგ უკან მოუხედავად გაიქცა რესტორნიდან.

 

დაცვას ძალიან გაუკვირდა მისი ეს ქცევა და მანდელას უთხრა, ალბათ შეშლილი იყოო.

 

მანდელამ კი მოუყვა ამბავი ამ კაცზე, რომ ის შეშლილი არ იყო და ის მასთან ერთად იჯდა ციხეში.

 

ეს კაცი მუდმივად ამცირებდა მანდელას იმ პერიოდში და აყენებდა შეურაცხყოფას, მანდელა კი ერთ სიტყვასაც არ პასუხობდა.

 

ამან უფრო განარისხა ის კაცი და უფრო ბრუტალურ მეთოდზე გადავიდა - დააჩოქა მანდელა და ზედ დააშარდა.

 

წლების მერე ეს პრეზიდენტი გახდა და ამ დღემდე არ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი.

 

„მას ეგონა, დღეს მე რომ ძალაუფლება მაქვს, ამიტომ დავამცირებდი.

 

მაგრამ, არა.

 

მე არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი და ამით ვარ ბედნიერი.

 

რაც უფრო ბევრი შენდობა შეგიძლია, მით მეტად გეყვარება სამყარო.

 

ბოღმა კი პირველ რიგში შენ გაგანადგურებს, თუნდაც ცამდე მართალი იყო“, - უთხრა მანდელამ დაცვას.

 

 

 

big_banner
არქივი