logo_geo
კითხვები, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს!
- +

5 ოქტომბერი. 2020. 15:52

 

 

 

გთავაზობთ კითხვებს, რომელიც ცნობიერების პროგრესირებაში დაგეხმარებათ:

 

  1. რამდენ წელს მისცემდი საკუთარ თავს, რომ არ იცოდე, რამდენი წლის ხარ?

 

  1. რა უფრო უარესია: განიცადო მარცხი თუ საერთოდ არ სცადო?

 

  1. თუ ცხოვრება ასეთი მოკლეა, რატომ აკეთებ ამდენ რაღაცას, რაც არ გიყვარს და არ გსიამოვნებს, და რატომ აკეთებ ასე ცოტას, რაც გიყვარს და გსიამოვნებს?

 

  1. როდესაც შენი სამუშაო დასრულებულია, ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებულია, რა უფრო მეტია – სიტყვები თუ შედეგი?

 

  1. რაიმე ერთის შეცვლის ნება რომ დაგრთონ და არაფერში შეგზღუდონ, რას შეცვლიდი?

 

  1. ბედნიერება ნაციონალური ვალუტა რომ გახდეს, რომელი ერთი საქმიანობა გაგამდიდრებდა?

 

  1. აკეთებ იმას, რისიც გწამს, თუ ცდილობ, გწამდეს ის, რასაც აკეთებ?

 

  1. ადამიანის სიცოცხლე საშუალოდ 40 წელს რომ გრძელდებოდეს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში, რათა მაქსიმალურად საინტერესოდ გეცხოვრა?

 

  1. რამდენად აკონტროლებ იმას, რაც ხდება შენს ცხოვრებაში?

 

  1. რაზე ღელავ ყველაზე მეტად: აკეთო საქმე სწორად თუ აკეთო სწორი საქმე?

 

  1. წარმოიდგინე, რომ სადილობ სამ ადამიანთან ერთად, რომლებსაც აფასებ და პატივს სცემ. ისინი იწყებენ შენი უახლოესი მეგობრის გაკრიტიკებას, უბრალოდ მათ არ იციან, რომ ის შენი მეგობარია. ეს კრიტიკა დამამცირებელი და უსამართლოა. როგორ მოიქცევი?

 

  1. პატარა ბავშვისთვის მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოს, რომელი რჩევაც გადამწყვეტი იქნებოდა მის ცხოვრებაში, რას ურჩევდი?

 

  1. შეგიძლია დაარღვიო კანონი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

 

 

 

  1. შეგინიშნავს თუ არა ოდესმე უგუნურება, რომელიც ცოტა ხანში გენიალობა აღმოჩენილა?

 

  1. რას აკეთებ ცხოვრებაში ყველასგან გამორჩეულად და განსხვავებულად?

 

  1. როგორ და რატომ ხდება ისე, რომ რაღაც, რაც შენ გაბედნიერებს, სხვისთვის არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავს?

 

  1. რისი გაკეთება გსურდა ძლიერ, რაც არ გააკეთე? რა გაფერხებს?

 

  1. არის თუ არა შენს ცხოვრებაში რამე, რაზეც ჩაბღაუჭებული ხარ, არადა ხვდები, რომ უკვე დროა გაუშვა ხელი?

 

  1. სამუდამოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა რომ შემოგთავაზონ, სად გადახვიდოდი და რატომ?

 

  1. ლიფტის გამოძახებისას, ღილაკს ერთხელ აწვები, თუ მეტჯერ? ნამდვილად გჯერა, რომ ეს ააჩქარებს ლიფტს?

 

  1. ვინ გინდა იყო: ნერვიული გენიოსი თუ ბედნიერი სულელი?

 

  1. რატომ ხარ შენ – შენ?

 

  1. ისურვებდი თუ არა შენნაირ მეგობარს?

 

  1. რა უფრო უარესია: შენი საუკეთესო მეგობარი რომ გადავიდეს სხვა ქვეყანაში და ვეღარასოდეს ნახო, თუ დარჩეს იქ სადაც არის და შეწყვიტოთ ურთიერთობა?

 

  1. რისთვის ხარ ყველაზე მეტად მადლიერი ცხოვრებაში?

 

  1. რას აირჩევდი: დაკარგო მეხსიერება, თუ არასოდეს გქონდეს ახალი?

 

  1. შეიძლება თუ არა მოიპოვო სიმართლე, ბრძოლის გარეშე?

 

  1. შენი ყველაზე დიდი შიში გამართლდა?

 

  1. გახსოვს 5 წლის წინ ის დღე, როდესაც ყველაზე მაგარი გაბრაზებული იყავი? აქვს თუ არა იმ გაბრაზებას ახლა რაიმე მნიშვნელობა?

 

  1. რომელია შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება? რა აქცევს შენს მოგონებას ყველაზე ბედნიერად?

 

  1. წარსულში რა მოვლენებმა გაგრძნობინეს თავი ნამდვილ და ცოცხალ ადამიანად?

 

  1. თუ არა ახლა, აბა მაშ როდის?

 

  1. თუ შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ამისთვის, მაშინ რა გაქვს დასაკარგი?

 

  1. განგიცდია თუ არა შემდეგი რამ: იყავი ვიღაცასთან და ხმაამოუღებლად იჯექი, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე საუკეთესო დიალოგი იყო შენს ცხოვრებაში?

 

  1. რატომ გახდა რელიგია, რომელიც სიყვარულს ქადაგებს, ამდენი ომის, ნგრევისა და განადგურების მიზეზი?

 

  1. შესაძლოა თუ არა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე იცოდეს ადამიანმა, რა არის კარგი და რა ცუდი?

 

  1. ახლა რომ მილიონი დოლარი მოგცენ, წამოხვიდოდი თუ არა იმ სამსახურიდან, რომელშიც მუშაობ?

 

  1. რა უფრო გინდა: გქონდეს ბევრი სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულო, თუ ცოტა, მაგრამ ისეთი, რომლის კეთებაც სიამოვნებას განიჭებს?

 

  1. გაქვს თუ არა ისეთი შეგრძნება, რომ დღევანდელი დღე შენს ცხოვრებაში უკვე მრავალჯერ განმეორდა?

 

  1. უკანასკნელად როდის მოქმედებდი ისე, რომ თავში მხოლოდ დაუსრულებელი იდეის ჩანასახი გქონდა, მაგრამ ღრმად გწამდა მისი?

 

  1. დავუშვათ გაიგე, რომ ყველა ვისაც იცნობ ხვალ უნდა მოკვდეს, ვის მოინახულებდი დღეს?

 

  1. გაცვლიდი თუ არა შენი ცხოვრების 10 წელიწადს მსოფლიო პოპულარობაზე, სიმდიდრეზე და მომხიბვლელობაზე?

 

  1. შენი აზრით, რა განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის?

 

  1. შენ ცხოვრობ თუ არსებობ?

 

  1. რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის სტაბილური მინიმუმი, თუ სარისკო მაქსიმუმი?

 

  1. ქვეცნობიერად გააქვს იმის იმედი, რომ ის ცხოვრების სტილი, რომლითაც ცხოვრობ დღეს, რაიმე რადიკალურ ცვლილებას მოახდენს შენს ცხოვრებაში და უზრუნველად დაიწყებ ცხოვრებას?

 

  1. თუ ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, მაშინ რატომ ეშინია მას ასე ძაან შეცდომების დაშვების?

 

  1. რას გააკეთებდი სხვაგვარად, რომ იცოდე, რომ არავინ, არასდროს განგიკითხავდა და გაგაკრიტიკებდა?

 

  1. როდის შეგინიშნავს უკანასკნელად საკუთარი სუნთქვის ხმა? გულისცემა?

 

  1. რა გიყვარს? შენი უკანასკნელი მოქმედება გამოხატავდა თუ არა ამ სიყვარულს?

 

  1. ამ პოსტს ცნობიერად კითხულობ, თუ სტიქიურად?

 

  1. 5 წლის წინ შეგიძლია გაიხსენო რას აკეთებდი ამ დღეს? წინა დღეს? იმის წინა დღეს?

 

  1. გადაწყვეტილებებს იღებენ აქ და ამჟამად. შენ თავად იღებ გადაწყვეტილებებს, თუ შენს ნაცვლად სხვები იღებენ მათ?

 

  1. პროფესია შენ აირჩიე, თუ მშობლებმა აგირჩიეს?

 

  1. როგორ ფიქრობ, ადამიანი რისთვის მოდის ამ ქვეყანაზე?

 

  1. შენ რა დანიშნულება გაქვს? რისთვის მოხვედი?

 

  1. რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული?

 

  1. შენს ყოველდღიურ მოქმედებებში, შენი ფასეულობების თანახმად მოქმედება უფრო იკვეთება, თუ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედება?

 

  1. რა არის შენთვის სიყვარული?

 

  1. იმ საქმიანობაში, რომლითაც დღეს ხარ დაკავებული, ხედავ შენს დანიშნულებას?

 

  1. რა იგულისხმა სოკრატემ სიტყვებში: "მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი"?

 

  1. თუ სოკრატემ იცოდა, რომ არაფერი იცოდა, შენ საიდან იცი ამდენი რამ?

 

  1. დააბოლოვე წინადადება: ფული – ეს არის…?

 

  1. რატომ ფიქრობ ასე?

 

  1. რამ განაპირობა შენი რწმუნებულება ფულთან მიმართებაში?

 

  1. გინდა რომ გამდიდრდე?

 

  1. რას ნიშნავს შენთვის სიმდიდრე?

 

  1. შენი ფულთან დაკავშირებით რწმუნებულება, ხელს შეუწყობს, თუ პირიქით შეუშლის შენს გამდიდრებას?

 

  1. რა როლი უჭირავს რწმუნებულებას ადამიანის ფინანსურ წარმატებაში?

 

  1. საქმე, რომლითაც ხარ დაკავებული, შენი საყვარელი საქმეა?

 

  1. რას უსურვებდი საქართველოს, რომ იცოდე, რომ შენი სურვილი აუცილებლად ახდება?

 

  1. როგორია შენი აზრით კარგი ადამიანი?

 

 

 

  1. რა გაკლია შენ?

 

  1. ოდნავ მაინც დაგაფიქრა ამ პოსტმა?

 

  1. რამეს შეცვლი?

 

  1. კომენტარს დატოვებ?

 

  1. მეგობრებს გაუზიარებ?

 

 

ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე – ეს არის შიში. დაუსაბუთებელი და ილუზორული – წარსული გამოცდილების მიერ განპირობებული შიში. შიში გადადგა ნაბიჯი განუსაზღვრელობაში! შიში გააკეთო თამამი აღიარება! შიში გაიხსნა საკუთარი თავისა და ადამიანების წინაშე – ნიღბების გარეშე! ჩვენ ყოველთვის გვეშინია და სწორედ ამიტომ ვმარცხდებით ასე ხშირად! სინამდვილეში, ჩვენ საკუთარი უსაზღვრო ძალისა და პოტენციალის გვეშინია. ეს ქვეცნობიერი შიშია… იმიტომ, რომ ძალების კონცენტრირების შემთხვევაში, ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია… და ჩვენ გვეშინია ამხელა პასუხისმგებლობის! აბა დაფიქრდი… არცერთ გენიოსს და ბუმბერაზ ადამიანს არ ჰქონია რაიმე დამატებითი უჯრედი ტვინში… უმეტესობა მათგანი შენზე და ჩემზე ათასჯერ უფრო რთულ პირობებში უმკლავდებოდა ცხოვრების ეკლებს… და ყველაფერი ორგანიზებული ძალისხმევის, ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებისა და ამ ყველაფრის ერთ კონკრეტულ წერტილში კონცენტრირების შედეგად შეძლეს. ეს არის და ეს მთელი საიდუმლოების საიდუმლოებაც.  უშიშარ, თამამ და წარმატებულ დღეს გისურვებ… დაე შენი დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჭეშმარიტად ახალი, და არა გუშინდელი დღის ფერმკრთალი ასლი. გარისკე ცხოვრება!  დამიჯერე – მცენარის ცხოვრებით ცხოვრების ძირი, ბევრად მწარე იქნება, ვიდრე რისკისაგან მიღებული გადაყვლეფილი მუხლების წუთიერი ჩხვლეტა, რომელიც კენწეროში გატკბილდება!

 

big_banner
არქივი