logo_geo
3 პროდუქტი, რომელიც აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
- +

13 ოქტომბერი. 2020. 02:40

 

 

აკნე თანამედროვე სამყაროს დაავადებაა. უამრავი ადამიანი იტანჯება სახის კანზე არსებული გამონაყარით. არსებობს სახის მოვლისა და მკურნალობის უამრავი საშუალება, რომელიც ეფექტურად ებრძვის აკნეს. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა ადვილი სულაც არ არის. როგორც წესი, სახის კანი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის კარგი ილუსტრაციაა.

 

 

აკნესთან ბრძოლისთვის არსებობს 100% ნატურალური და სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც არამხოლოდ სახის კანის მდგომარეობას, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებენ.

 

 

გოგრა შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა A და B ვიტამინები, თუთია, ნიაცინი და ფოლიუმის მჟავა. ამ ნივთიერებების კომბინაცია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედების განახლებას და სასარგებლოა აკნეს მკურნალობისთვის. თუთია აკონტროლებს კანის ცხიმიანობას, ხოლო A და B ვიტამინები ხელს უწყობს აკნეს ნაწიბურებს წარმოქმნას.

 

 

ლიმონი ბუნებრივად ანტიკომოდეგენური საშუალებაა. ყოველ დილით 1 ჭიქა ლიმონიანი წყლის მიღება აუმჯობესებს კანის ფორების მდგომარეობას. გარდა ამისა, ლიმონს გააჩნია დამცველობითი ფუნქციაც - ის ხელს უწყობს სიმსივნური დაავადებების პრევენციას.

 

 

ყვავილოვანი კომბოსტო C ვიტამინისა და ჰისტინის წყაროა. ეს ნივთიერება კანს მზის UV სხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს. ცნობილია, რომ ეს სხივები კიდევ კანისთვის ძალიან მავნებელია. ხოლო C ვიტამინი თავისუფალი რადიკალების მავნე შედეგებისგან გვიცავს, ეხმარება ორგანიზმს რკინის გადამუშავებაში და ნაწიბურებისა თუ ნაიარევების სწრაფი მოშუშების გარანტიაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი