logo_geo
სიკვდილის წინ დაწერილი წერილი ქმრისადმი - „აღარ მსურს გავაფუჭო შენი ცხოვრება“
- +

28 მარტი. 2017. 23:19


 

მწერალი ვირჯინია ვულფი 1941 წლის 28 მარტს მეუღლეს გამოეპარა სახლიდან, პალტოში მძიმე ქვები ჩაიწყო და მდინარეში დაიხრჩო თავი. ვულფი ქმარს გამოსამშვიდობებელ წერილში წერდა:


„ძვირფასო, ვეჭვობ, ისევ ვგიჟდები. მე ისევე ვარ ამაში დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ამ კოშმარების განმეორებას ვეღარ გადავიტანთ. მე ვიცი, რომ ვეღარასოდეს მოვალ გონზე. მე მესმის ხმები და ვეღარ ვახდენ კონცეტრირებას. ასე რომ, მე ახლა გავაკეთებ იმას, რასაც ერთადერთ სწორ ნაბიჯად ვთვლი. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე, რაც აღარ არსებობს. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, ყველაფერი ყველანაირი გაგებით. ალბათ, ჩვენ ყველაზე ბედნიერი წყვილი ვიყავით მსოფლიოში, სანამ ეს საშინელი დაავადება დამეწყებოდა. მე აღარ შემიძლია ბრძოლა. მე ვიცი, რომ ვაფუჭებ შენს ცხოვრებას, ჩემ გარეშე უკეთ შეძლებ მუშაობას. და შენ შეძლებ მუშაობას, ამაში დარწმუნებული ვარ. ხედავ, მე მარტივი წერილის დაწერაც აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია კითხვა. მინდოდა მეთქვა, რომ მხოლოდ შენთან თანაცხოვრებისას მქონდა საუკეთესო წლები. ბედნიერი ვიყავი შენთან ერთად ცხოვრებისას. შენ წარმოუდგენლად მომთმენი და გასაოცრად კეთილი იყავი. მე მინდოდა ეს მეთქვა, თუმცა ისედაც ყველამ კარგად იცის ყველაფერი. თუკი ვინმეს შეეძლო ჩემი გადარჩენა, ეს იყავი შენ. მე ყველაფრის მიმართ დამეკარგა რწმენა, გარდა შენი კეთილშობილებისა. მე აღარ მსურს გავაფუჭო შენი ცხოვრება.

ჩემის აზრით, ჩვენ ვიყავით ყველაზე ბედნიერი ადამიანები მთელს მსოფლიოში.

 

ვ."



 

big_banner
არქივი