logo_geo
3 ბუნებრივი საშუალება, რომელიც მენსტრუალურ ტკივილებს დაგავიწყებთ
- +

16 ოქტომბერი. 2020. 22:21

 

 

  1. ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი, იგივე ჯინჯერი, კოჭა - ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ჯანჯაფილის კაფსულები, ჩაი ან დაფხვნილი ფესვები უხსოვარი დროიდან გამოყენება მენსტრუალური ტკივილის შესამცირებლად.

 

 

ჯანჯაფილი ხელს უშლის პროსტაგლანდინის გამოყოფას. სწორედ ეს ნივთიერებაა პასუხისმგებელი ჰორმონალური პროცესების არევაში. შედეგად კი, ჯანჯაფილის მიღებით მცირდება არამხოლოდ პრე-მენსტრუალური სიმპტომები, არამედ მენსტრუალური თავის ტკივილი და ხასიათის ცვლილებებიც კი.

 

 

  1. გვირილის ჩაი

 

 

გვირილის ჩაი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც შესანიშნავად ახერხებს ტკივილის გაყუჩებას. ის ხელს უწყობს დაძინებას, სტრესის შემცირებას, აკნეს მკურნალობას და იმუნიტეტის გაძლიერებას. გვირილის ჩაი საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებაა, რომელიც მენსტრუალურ ტკივილებს ნამდვილად დაგავიწყებთ.

 

 

  1. ეთერზეთები

 

 

საუკეთესო საშუალება მენსტრუალური ტკივილის შესამცირებლად ლავანდის ეთერზეთია. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ლავანდის ეთერზეთი მხოლოდ დროებით გაგიყუჩებთ ტკივილს, მაგრამ მას სხვა სასარგებლო თვისებები გააჩნია, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.

 

 

ლავანდის ეთერზეთი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს გამონაყარს და ებრძვის ანთებით პროცესებს. იგივე თვისებებითაა ცნობილი გვირილის, ვარდისა და დარიჩინის ეთერზეთები - მათი გამოყენება ხელს უწყობს დამშვიდებას, დაძინებასა და ტკივილის შემცირებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი