logo_geo
15 წელი კომაში მყოფმა პაციენტმა ხელი გაამოძრავა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 21:47

 

 

 

ახალგაზრდა მამაკაცი თხუთმეტი წლის წინ მოყვა ავტოავარიაში და მას შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

 

 

საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც უკვე 15 წელია კომაშია, ხელი განძრია და ინტერნეტ–სენსაციად იქცა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ალ–ვალიდ ბელ ჰალიდ ალ–საუდს ექიმმა გადაუღო ვიდეო და Twitter–ზე გამოაქვეყნა. კადრებში ისმის ექიმის ხმა, რომელიც პრინცს ჯერ თითების განძრევას, შემდეგ კი ხელის მაღლა აწევას სთხოვს და კომაში მყოფიც ემორჩილება მის თხოვნას.

 

​პრინცი ალ–ვალიდი 2005 წლის იანვარში მოყვა ავტოავარიაში და მას შემდეგ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. მართალია, ექიმებმა ავარიის შემდეგ მას ტვინის სიკვდილი დაუდგინეს, მაგრამ მამა, ჯალედ ბენ თალალი შვილის გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავდა და მკურნალობა არ შეუწყვეტია.

 

 

დაახლოებით ხუთი წლის წინ პრინცი საავადმყოფოდან სახლში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობენ კიდეც ექიმები. ერთი წლის წინ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 42 წლის პრინცმა ალ–ვალიდმა ხმაზე რეაგირება დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი