logo_geo
რა მოხდება, თუ ყოველ საღამოს ფეხებს ძმარში ჩააწყობთ - ვაშლის ძმარის სასწაულები
- +

31 მარტი. 2017. 22:08



ნატურალური ვაშლის ძმარი მრავალმხრივ სასარგებლო პროდუქტია, ის უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებსაც მიკრობებისა და მავნე ბაქტერიების განადგურება შეუძლია.


ვაშლის ძმარს აქტიურად იყენებენ ხალხურ მედიცინაში:


ყელის ტკვილისას


¼ ფინჯანი ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 ფინჯან თბილ წყალში და გამოივლეთ ყელში როგორც კი მცირედ დისკომფორტს მაინც ან ტკივილს იგრძნობთ.

 

გულძმარვის დროს


1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ცოტაოდენ წყალში გააზავეთ და დალიეთ. ვაშლის ძმარი ანტაციდების ბუნებრივი შემცვლელია.


ქერტლის საწინააღმდეგოდ


ვაშლის ძმარი ამაგრებს თმის ძირებს, თმას კი ბზინვარებას მატებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაშლის ძმარი ადვილად უმკლავდება ქერტლს. აურიეთ ერთმანეთში ¼ ფინჯანი წყალი და ¼ ფინჯანი ვაშლის ძმარი და დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ.


კანის ქავილისას


თუ კანი გექავებათ, პრობლემურ მონაკვეთზე ბამბის ტამპონით ვაშლის ძმარი წაისვით. ვაშლის ძმრის ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ ადვილად გაუმკლავდეთ კანის პრობლემებს.


ფეხების ოფლიანობის წინააღმდეგ


ყოველ საღამოს ფეხები ვაშლის ძმარში ჩააწყვეთ. მალე საერთოდ დაგავიწყდებათ, რა არის ფეხების ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი. როგორც აღვნიშნეთ, ვაშლის ძმარი ადვილად უმკლავდება სოკოსა და ბაქტერიებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი