logo_geo
ნოსტრადამუსის, ვანგასა და ჰოკინგის პროგნოზები პანდემიაზე და როტშილდების უჩვეულო ილუსტრაცია
- +

16 ნოემბერი. 2020. 14:53

 

მსოფლიო პანდემიის შესახებ სხვადასხვაგვარად წინასწარმეტყველებდნენ ადამიანები, რომლებსაც ცნობილ ნათელმხილველებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებით ბევრი უთქვამთ ამის შესახებ ნოსტრადამუსსა და ვანგას.

 

ნოსტრადამუსი

 

აი, რას წერდა ნოსტრადამუსი ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში: „დიდი ჭირი სანაპირო ქალაქში არ დასრულდება, სანამ არ იქნება გამოსყიდული უდანაშაულო სისხლი და სიკვდილი წმინდანისა, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლეს და წარჩინებული ქალბატონისა, რომელიც მლიქვნელობით შეურაცხყვეს“.

 

ბევრი რამ დაემთხვა – წყალთან სიახლოვე (უხანი მდებარეობს მდინარე იანძისა და ხანშუის შეერთების ადგილას და ასევე ცნობილია მშვენიერი ტბით) და ჭირის გავრცელების მასშტაბიც (ახლა პრაქტიკულად არ დარჩა ადგილი, რომელსაც კორონავირუსი არ მისწვდა).

 

წარჩინებული ქალბატონიც, რომელიც მლიქვნელობით შეურაცხყვეს, ასევე იპოვეს – 81 წლის ჩინელი უ ი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი. სხვადასხვა დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა ჩინეთში: იყო პეკინის მერი, ეკონომიკის მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ჯანდაცვის მინისტრი.

 

 

უ ი

 

2003 წელს სწორედ ის მეთაურობდა ატიპიური პნევმონიის ეპიდემიასთან ბრძოლის შტაბს. 2005 წლის „ფორბსის“ რეიტინგში კი მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში. პირველი კონდოლიზა რაისი იყო.

 

მიუხედავად „აღმოსავლეთის რკინის ლედის“ სტატუსისა და დიდი გამოცდილებისა, 2008 წელს გადადგა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააოცა: მინისტრი საკმაოდ ქმედითუნარიანი იყო და კიდევ დიდხანს შეეძლო ქვეყნისთვის ემსახურა. ამბობენ, რომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ინტრიგებს, უსამართლობას და არ მოინდომა ბინძურ „დიდ თამაშებში“ ჩართვა.

 

სხვათა შორის, კორონავირუსის ეპიდემიის პიკში მას სთხოვდნენ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას, მაგრამ არ დაბრუნდა. თუმცა სახელმწიფოს ეხმარება, როგორც მრჩეველი და სამედიცინო ექსპერტი.

 

რაც შეეხება „წმინდანის გარდაცვალებას, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლე“, ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება უიგურების დევნა და მკვლელობები, რომლებსაც ჩინელები ერჩიან – ამ ძველაზიელ ხალხს ადანაშაულებენ სეპარატიზმში და სასტიკად უსწორდებიან.

 

2020 წელთან დაკავშირებით ნოსტრადამუსს ჰქონდა წინასწარმეტყველება, რომ არ იქნებოდა ეს ჰარმონიული წელი და ბევრი კატაკლიზმები ელოდა მსოფლიოს.

 

ვანგა

 

ვანგამ 2020 წლისთვის იწინასწარმეტყველა უკვე კარგად დავიწყებული დაავადებების გააქტიურება. თუმცა, კონკრეტულად რომელი სენი იყო ეს, არ დაუსახელებია. თავად ამბავი საფრთხილოაო, რადგან საქმე უამრავი ადამიანის სიცოცხლეს ეხებაო. ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, პრობლემა დიდხანს არ გასტანს და 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს.

 

„პლანეტას საშინელი სენი მოედება, რომელიც აღმოსავლეთიდან მოვა, მაგრამ ევროპასაც მოიცავს. ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანები ხილული მიზეზის გარეშე დაეცემიან“, – ამბობდა ვანგა.

 

მართლაც, ბევრი დაავადებული, რომელთაც ორმხრივი პნევმონია აქვთ კორონავირუსის ტიპის, ხანდახან სრულიად არ გრძნობენ სიმპტომებს, თუმცა, დაავადება ზოგისთვის ლეტალურად მთავრდება.

 

ტერიტორიული მონაცემებიც ემთხვევა – „სენი“ ნამდვილად აღმოსავლეთიდან მოვიდა და ევროპელებს გაცილებით მწვავედ შეეხო. მხოლოდ იტალიისა და ესპანეთის ხსენება რად ღირს.

 

ვანგა დარწმუნებული იყო, რომ ახალი დაავადება 100 მილიონამდე ადამიანს იმსხვერპლებდა, იმედია, ციფრებში შეცდებოდა.

 

სტივენ ჰოკინგი

 

ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეცნიერი იყო. კოსმოლოგიური თეორია, შავი ხვრელების შესწავლა, ბესტსელერი „დროის მოკლე ისტორია“ – ეს მისი მიღწევებია ასტროფიზიკის სფეროში.

 

სიცოცხლის ბოლო წლებში ის ბევრ უჩვეულო და საშიშ მოსაზრებას უზიარებდა საზოგადოებას: მაგალითად, საუბრობდა ვირუსული ტიპის ახალ ბიოლოგიურ იარაღზე, რომელიც ერთ დღეს უკონტროლო გახდებოდა და ძალიან ბევრ ადამიანს იმსხვერპლებდა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, კორონავირუსი ნამდვილად ბიოლოგიურ იარაღად არის შერაცხული, რომელიც თითქოსდა ჩინეთის საიდუმლო ლაბორატორიებში შეიმუშავეს, ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ.

 

როტშილდები

 

როტშილდების ოჯახი ყველასთვის ცნობილია. კონსპიროლოგიური თეორიის თანახმად, სწორედ ეს გავლენიანი ოჯახი მართავს მთელ მსოფლიოს, ორ სხვა კლანთან ერთად (როკფელერებსა და ნობელებთან). ისინი „ნიშნავენ“ სახელმწიფოს მეთაურებად მათთვის საჭირო პოლიტიკოსებს, „აწყობენ“ კატაკლიზმებს და ატრიალებენ სამყაროს. ეს ყველაფერი კი მათი უსაზღვრო კაპიტალისა და გავლენის კიდევ უფრო გასაზრდელად. ამბობენ, რომ კორონავირუსის ეპიდემია დაემთხვა ნავთობზე ფასის დაცემას – ეს ორი ფაქტორი მსოფლიო ეკონომიკას განადგურებით ემუქრება. მცირე და საშუალო ბიზნესი, ექსპერტების გამოთვლებით, კარანტინის მოხსნის შემდეგ ძალიან ძნელად ან საერთოდაც ვერ აღდგება. გიგანტური კომპანიები კი, რომელთა შორისაც როტშილდებისა და როკფელერების უშველებელი კორპორაციები შედის უცილობლად, მხოლოდ გაზრდიან გავლენასა და წონას.

 

 

ყოველწლიურად, დეკემბერში, როტშილდები ჟურნალ „The Economist“-ის ბოლო ვერსიას ბეჭდავენ, მომავლის პოლიტიკური და ეკონომიკური პროგნოზებით. საზოგადოებამ არაერთხელ შენიშნა, რომ გამოცემის წინასაახალწლო გარეკანი ძალიან ზუსტი და მრავლისმთქმელია ხოლმე. ისინი რებუსი-ილუსტრაციების სახით გამოიცემა, რომელთა გაშიფვრას მთელი შემდეგი წელი უნდება ხალხი.

 

მაგალითად, 2016 წლის ბოლოს წინასაახალწლო ნომრის გმირი დევიდ კემერონი გახდა – გარეკანზე ყველასთვის მოულოდნელად ის მსოფლიო ლიდერებისგან ზურგშექცევით დაბეჭდეს. იმავე წლის ზაფხულში კემერონი გადადგა.

 

2019 წლის დეკემბერში კი მომავალი წლისთვის განკუთვნილი ილუსტრაცია რამდენიმე სიმბოლოთი დატვირთეს.

 

ქვედა ნაწილში ცხოველი პანგოლინი იწონებს თავს. ბევრმა არ იცის, რომ სწორედ ამ ცხოველს მიიჩნევენ მეცნიერები კოვიდ-19-ის „ბატონად“. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ „ადამიანური“ კორონავირუსის გენომი 99%-ით იდენტურია პანგოლინების დაავადებისა და პანგოლინი მოიაზრება ერთ-ერთ შუამავლად ღამურასა და ადამიანს შორის, კორონავირუსის გავრცელებისას. საკმაოდ უჩვეულო არჩევანია ეკონომიკური ჟურნალის გარეკანისთვის, არა?

 

სამყაროს თავში დახატეს პანდა, რომელიც თათებს ილოკავს. სწორედ ეს ცხოველი მიიჩნევა ჩინეთის სიმბოლოდ და მისი დიპლომატიის. გამოდის, გარეკანზე დამალულია მინიშნება სამყაროს იმ წლის „მფლობელის“ გავლენასთან დაკავშირებით, დანარჩენ ქვეყნებზე. „პანდა“ გადის პუტინზეც და ბევრ მნიშვნელოვან ობიექტზე. ტრამპიც საკმაოდ უჩვეულოდ არის დახატული ამ სურათზე.

 

ხელებგაშლილი ადამიანის ერთ ხელზე ადამიანის დნმ-ის ჯაჭვია – შესაძლოა, ეს არის მინიშნება, რომ ადამიანების გენები შეიცვლება რაღაც გავლენის შედეგად (მაგალითად, ვირუსის).

 

როტშილდების ბევრი გამოცანა ჯერაც ამოუხსნელია, თუმცა მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამ გავლენიანმა კლანმა წინასწარ გააფრთხილა საზოგადოება მოსალოდნელ პანდემიაზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი