logo_geo
„მას ენა ჩაუვარდა და სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას“ - რა უთხრა აკაკი წერეთელმა ყოფილ მეფისნაცვალს
- +

1 აპრილი. 2017. 22:45




1905 წლის ზაფხულის ერთ-ერთ დღეს თბილისისაკენ მიმავალი აკაკი წერეთელი მიხაილოვის (ამჟამად ხაშურის) რკინიგზის სადგურის სასადილო დარბაზში იჯდა და საუზმობდა. ამ დროს ჩამოდგა მატარებელი და ცოტა ხნის შემდეგ სასადილოში შებრძანდა დიდი მთავარი - მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც დასასვენებლად მიემგზავრებოდა თავის მამულში - ბორჯომში. კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის დანახვაზე ყველანი წამოდგნენ. მხოლოდ აკაკი განაგრძობდა დამჯდარი დინჯად საუზმობას.


„მისმა უდიდებულესობამ" ნამცხვარი მოითხოვა და ფეხზე დგომით შეუდგა ჭამას. უცებ მან თვალი მოჰკრა ჭაღარამოსილ, ევროპულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მას და დამჯდარი მშვიდად მიირთმევდა საუზმეს. გაკვირვებული დიდი მთავარი ნამცხვრის ჭამა-ჭამით მივიდა უცნობთან და აგდებული კილოთი ხმამაღლა ჰკითხა: „-კაკაია რაზნიცა მეჟდუ ჩელავეკომ ი ჟივოტნიმ? - ჟივოტნოე სტოია კუშაიუტ, ა ჩელოვეკ - სიდია. ვოტ კაკაია რაზნიცა." - მოურიდებლად უპასუხა აკაკიმ და კვლავ დინჯად განაგრძო საუზმობა. „მისი უდიდებულესობისათვის" ასეთი პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მას ენა ჩაუვარდა და გაოგნებული სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.



 

big_banner
არქივი